ფუნდამენტური ანალიზი

ECB განაკვეთის ასაწევად ემზადება

20-May-2022 00:43:56

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მონტარული პოლიტიკის საბჭოს წევრი პაბლო ერნანდეს დე კოსი ამბობს, რომ ცენტრალური ბანკი განაკვეთის აწევას სავარაუდოდ, მესამე კვარტალში დაიწყებს, მას შემდეგ, რაც ბონდების შესყიდვის პროგრამას დაასრულებს. ამასთან, განაკვეთის ზრდა მომდევნო კვარტალებშიც გაგრძელდება.

უფრო ადრე, ფინეთის ცენტრალური ბანკის შეფმა ოლი რენმა განაცხადა, რომ ინფლაციის უკონტროლო ზრდის თავიდან ასაცილებლად, ცენტრალურმა ბანკმა სასწრაფოდ უნდა დაასრულოს უარყოფითი განაკვეთის პერიოდი.

დე კოსი თვლის, რომ მონეტარული სტიმულირების ექსტრემალური პროგრამა, პანდმიის პერიოდში ადეკვატური ნაბიჯი იყო. მისივე თქმით, ძირეული ინფლაცია, საშუალოვადიან მოლოდინებზე გაცილებით მეტია.

„თუ ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზი კვლავ მაღალ დონეზე დარჩება, განაკვეთის ზრდა მომდევნო კვარტალებშიც გაგრძელდება და ის ნორმალურ ზღვარზე ავა“, - ამბობს დე კოსი, მაგრამ არ აკონკრეტებს, თუ სადამდე შეიძლება გაგრძელდეს განაკვეთის ზრდა.

ფინანსურ ბაზრებზე ვარაუდობენ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთის აწევას ივლისში დაიწყებს. ამჟამად ევროზე სადეპოზიტო განაკვეთი მინუს 0.50 პროცენტის დონეზეა. გარდა ამისა, ანალიტიკოსები ელიან, რომ ECB განაკვეთის აწევას მომდევნო სხდომებზეც გააგრძელებს. არაა გამორიცხული, რომ პირველი ზრდა 0.50-პროცენტიანი იყოს, რაც განაკვეთს უარყოფითი ზონიდან გამოიყვანს.

დე კოსი ამბობს, რომ აუცილებელია განაკვეთის თანდათანობითი ზრდა, რათა ამ პროცესმა ეკონომიკის განვითარება არშეაფერხოს. ამასთან, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება განაკვეთის ზრდას მანამ, სანამ აქტივების შესყიდვების პროგრამა დასრულდება.

ECB-ს უახლოესი სხდომა 9 ივნისს არის დანიშნული, მაგრამ წინდაწინ არის ცნობილი, რომ მასზე განაკვეთის აწევა არ იგეგმება.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: