ფუნდამენტური ანალიზი

ECB ევროზე განაკვეთს 2 პროცენტზე მაღლა ასწევს

16-Nov-2022 09:29:37

საფრანგეთის ცენტრალური ბანკის მმართველი ფრანსუა ვილერუა დე გალაუ ამბობს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) დიდი ალბათობით, ევროზე განაკვეთს 2 პროცენტზე მაღლა ასწევს. თუმცა მკვეთრი ზრდისგან, რასაც აშშ-ის ფედრეზერვი „მიეჩვია“, თავს შეიკავებს. გარდა ამისა, ის მთავრობებს კრიპტო ბაზრის საერთაშორისო რეგულაციების შემოღებისკენ მოუწოდებს.

ECB-მა ბოლო სამ თვეში განაკვეთი ჯამში 200 საბაზისო პუნქტით, 1.5 პროცენტამდე გაზარდა. ამის მიუხედავად, ინვესტორები ელიან, რომ ინფლაციასთან საბრძოლველად, ცენტრალური ბანკი განაკვეთის აწევის პროცესს გააგრძელებს. ოღონდ, ეს მკვეთრი ნაბიჯებით არ მოხდება.

„ჩვენ აშკარად მივუახლოვდით დონეს, რომელსაც მე „ნორმალზაციის დიაპაზონს“ დავარქმევდი. ეს დაახლოებით 2 პროცენტის ფარგლებშია. ჩვენ ამ დონეს დეკემბერში მივაღწევთ. ზრდას ამაზე მაღლაც გავაგრძელებთ, მაგრამ ეს უფრო მოქნილად, მკვეთრი ნაბიჯების გარეშე უნდა გავაკეთოთ. განაკვეთის გიგანტური აწევა ჩვენი ჩვევა არ უნდა გახდეს“, - ტოკიოში, ფინანსურ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა ვილერუამ.

ის დასძენს, რომ შეერთებულ შტატებში ძირეული ინფლაციის შესაძლო პიკის მიღწევა, შესაძლოა კარგი ნიშანია იმისა, რომ ეს სხვაგანაც მოხდება. ამის იმედს ვილერუას ის გარემოება აძლევს, რომ მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა, ინფლაციის გლობალური ციკლის ავანგარდშია.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: