ფუნდამენტური ანალიზი

დოლარმა იენთან წყვილში ხუთი წლის მაქსიმუმს მიაღწია

05-Jan-2022 00:53:06

უკვე ზედიზედ ხუთი დღეა, ამერიკული დოლარი იაპონურ იენთან წყვილში გამყარებას აგრძელებს და ხუთი წლის მაქსიმუმის განხლებაც შეძლო. ინვესტორები ფიქრობენ, რომ ომიკრონის სწრაფი გავრცელება, მსოფლიო ეკონომიკის გამოფიტვას გამოიწვევს. ამასთან, ისინი არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, პანდემიის ახალი და როგორც ჩანს, ყველაზე ძლიერი შემოტევის ფონზე, ფედრეზერვი დლარზე განაკვეთის აწევის დაწყებას გადადებს.

იმავდროულად, ფედრეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის დაყების მოლოდინში, შეერთებული შტატების სახაზინო ბონდების მომგებიანობა იზრდება, რაც დოლარის გამყარებას უზრუნველყოფს.

ამერიკული 5-წლიანი ბონდების მომგებიანობამ, 2020 წლის თებერვლის შემდეგ, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიღწია. როგორც წესი, 5-წლიანი ბონდები ყველაზე მგრძნობიარეა განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე. იმავდროულად, 2-წლიანი ბონდების მომგებიანობამ, ბოლო 22 თვის მაქსიმუმის განახლების შემდეგ, ოდნავ დაიკლო.

ამ ყველაფრის ფონზე, იენმა დოლართან წყვილში 0.65 პროცენტით დაიკლო, რის შემდეგაც, დოლარის ფასი 116.34 იენამდე გაიზარდა, რის შემდეგაც, კორექცია დაიწყო და ფასმა 116.08 იენამდე დაიწია.

„ვესტერნ უნიონის“ ბაზრების უფროსი ანალიტიკოსი ჯოი მანიმბო თვლის, რომ იენთან დოლარის გამყარების მთავარი კატალიზატორი, ბონდების მომგებიანობის ზრდაა. ის ასევე თვლის, რომ ომიკრონი არაპროგნოზირებადი კი არის, მაგრამ ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს ძლიერ ვერ დააზარალებს.

მინეაპოლისის ფედრეზერვის ბანკის პრეზიდენტი ნილ კაშკარი, ვინც მტრედული განწყობით გამოირჩევა, თვლის, რომ ცენტრალურმა ბანკმა წელს განაკვეთი ორჯერ უნდა ასწიოს, რათა მზარდ ინფლაციას წინ აღუდგეს. არადა, ის ადრე თვლიდა, რომ განაკვეთი ნულის მახლობელ დონეზე, სულ ცოტა, 2024 წლამდე უნდა დარჩეს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: