ტექნიკური ანალიზი

დოლარის ინდექსი ზრდის გასაგრძელებლად ემზადება

06-Jan-2022 00:07:36

დოლარის ინდექსი ნოემბრის მესამე კვირიდან, სოლის სურათს ქმნიდა, მაგრამ შობის დღესასწაულის წინ, მისი ფარგლები დატოვა და ქვევით გაეშურა. სოლის ფარგლებს გარეთ გასვლით, ინდექსმა ასევე გადალახა აღმავალი ტრენდული ხაზი, რომელიც ივნისიდან ვითარდებოდა.

მაგრამ დაღმასვლა ხანმოკლე გამოდგა. კლება ზრდამ შეცვალა და ინდექსი უკვე იმავე ტრენდულ ხაზთანაა. ერთი შეხედვით, ეს ტრენდული ხაზის გარღვევის ტესტს ჰგავს. მაგრამ გრაფიკზე ისიც აშკარად ჩანს, რომ ჩამოყალიბდა ხარული დროშა, რაც ტრენდის მოსალოდნელი გაგრძელების ნიშანია. სხვათა შორის, ამ დროშამ სოლი გადაფარა და მისი ადგილი დაიკავა.

დროშის ზედა ზღვარის მიღწევის შემდეგ, ორი ვარიანტია მოსალოდნელი: გარღვევა ზევით და შემობრუნება. პირველ შემთხვევაში, ინდექსი მესამედ შეეჭიდება 97.00 დონეს, საიდანაც უკვე ორჯერ აირეკლა. აქედან უახლოესი წინააღმდეგობაა 97.80 დონეზე, სადაც 2020 წლის ივნისში მაქსიმუმი დაფიქსირდა. ამაზე მაღლა, ყურადღებას 99.00 და 100.00 დონეები მიიქცევს.

დაბლა წამოსვლის შემთხვევაში, პირველი მხარდაჭერის დონის როლს, 95.57 შეასრულებს, სადაც ბოლო მინიმუმი დაფიქსირდა. მერე კი დროშის ქვედა ზღვარი მსის ბოლოს დაწყებული აღმავალი ტრენდული ხაზია, რომელმაც ინდექსის ვარდნა უკვე რამდენჯერმე შეაკავა.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: