ტექნიკური ანალიზი

დოლარის ინდექსი ძლიერ წინააღმდეგობასთან შეფერხდა

25-Oct-2022 09:49:04

მას შემდეგ, რაც დოლარის ინდექსმა აღმავალი არხის (კვირის გრაფიკი) ზედა ზღვარს მიაღწია და მრავალწლიანი მაქსიმუმი (114.778) დააფიქსირა, მისი ზრდა შეჩერდა და კორექცია დაიწყო. ასეა თუ ისე, თითქმის ერთი თვეა, რაც ინდექსი აღნიშნული მაქსიმუმის სიახლოვეს რჩება და ელის ხელსაყრელ მომენტს, როდესაც ზრდის განახლებას შეძლებს.

ჯერჯერობით კი დოლარი დაღმავალი მიმართულებით განიცდის ზეწოლას, რაც პარასკევის ვარდნამ გააძლიერა. ამ პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, მხარდაჭერის როლის შესრულება შეუძლია ჯერ უახლოეს სვინგ მინიმუმს (110.077), შემდეგ კი ლოკალურ აღმავალ ტრენდულ ხაზს (თებერვალში დაწყებულს), რომელიც ამ მომენტისთვის, 109.00-ზე დაბლა გადის. ამის შემდეგი დონეა აგვისტოს მინიმუმი (104.631).

იმისათვის, რომ დოლარის ინდექსმა ზრდის გაგრძელება შეძლოს, წინააღმდეგობის ძლიერი ზღვარის, მრავალწლიანი მაქსიმუმის (114.778) განახლება მოუწევს. თუმცა ამას ახალი მძლავრი ფუნდამენტური საფუძველი დასჭირდება, რადგან ინვესტორებს დოლარის სიმყარე, ფასებში უკვე ასახული აქვთ.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: