ტექნიკური ანალიზი

დოლარის ინდექსი დაღმავალი არხის შიგნით რჩება

31-Oct-2022 18:37:08

ამერიკული დოლარის ინდექსი (DXY) კვლავ დაღმავალ არხში მოძრაობს, რომელიც მრავალწლიანი მაქსიმუმის (114.778) დაფიქსირების შემდეგ დაიწყო. გასულ კვირაში ინდექსის კლება საფონდო ბაზრის ზრდას მოჰყვა. და ამ კვირაშიც, მისი მოძრაობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი ისევ საფონდო ბაზარი იქნება.

დასახელებული არხის ქვედა ზღვრამდე მიღწევის შემდეგ, ინდექსმა მკვეთრი ზრდა დაიწყო. გრაფიკზე ნაჩვენებია მხარდაჭერის და წინააღმდეგობის უახლოესი დონეები, რომელთაგან მხარდაჭერას ის გარემოებაც აძლიერებს, რომ ის თითქმის ემთხვევა თებერვალში დაწყებულ აღმავალ ტრენდულ ხაზს. აქვეა ივლისის მაქსიმუმი (109.294), რომელმაც რამდენჯერმე შეასრულა როგორც მხარდაჭერის, ასევე წინააღმდეგობის დონის როლი.

ტრენდული ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში, მხარდაჭერის მომდევნო დონე 107.68 იქნება. ზრდის გაგრძელების შემთხვევაში კი ინდექსმა შესაძლოა დაღმავალი არხის ზედა ზღვარის გადალახვა შეძლოს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: