ტექნიკური ანალიზი

DXY - კორექცია, ან ტრენდის შეცვლის მცდელობა

04-May-2022 01:25:53

ამერიკული დოლარის ინდექსმა მკვეთრი ზრდა, 104.00-ის სიახლოვეს შეაჩერა. ის ოდნავ ასცდა 2017 წლის მაქსიმუმს (103.82), რის შემდეგაც კორექციულ ფაზაზე გადავიდა.

კორექცია არ არის ღრმა და ასეც რომ იყოს, ის მაინც მხოლოდ კორექციული შემობრუნება იქნება და არა ტრენდის შეცვლა. მაგრამ დაფიქსირდა ფაქტი, რომელმაც შესაძლოა თავისი როლი ითამაშოს და ინდექსს მოპოვებული პოზიციების ნაწილი დაათმობინოს.

საქმე ისაა, რომ დღიური სენტიმენტის ინდექსმა (DSI), რამდენიმე დღეში 95 პროცენტს მიაღწია, რასაც ანალიტიკოსები აფასებენ, როგორც შემობრუნების წერტილს. თუ ინდექსი იმ მაქსიმუმს (103.93) შეუტევს, რომელიც წინა კვირაში დაფიქსირდა და მის დაბლა დარჩება, ამას ბაზარი აღიქვამს, როგორც ხარების გადაღლას.

იმ შემთხვევაში კი, თუ მაქსიმუმი განახლდა, რასაც 103.93-ზე დაბლა დაბრუნება მოჰყვება, ეს დათვებისთვის კიდევ ერთი კარგი ნიშანი იქნება. და თუ შემობრუნებას მკვეთრი ვარდნა მოჰყვება, ამან შეიძლება ტრენდის შეცვლაც კი გამოიწვიოს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: