ტექნიკური ანალიზი

DXY - ევროსთან პარიტეტიდან არეკვლა, მნიშვნელოვან პირველ ტესტს ამზადებს

20-Jul-2022 08:50:18

დოლარის ინდექსი რამდენიმე დღის წინათ დაფიქსირებულ მაქსიმუმს მოსწყდა და ზედიზედ სამი დღე ვარდნაში გაატარა. ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება, რაც ევროსთან პარიტეტი დაფიქსირდა. რამდენადაც, დოლარის ინდექსის განსაზღვრაში, 75 პროცენტი სწორედ ევრო-დოლარის წყვილზე მოდის, ევროს გამყარება, ამერიკული დოლარის კურსზე ძლიერ ზემოქმედებს.

ასეა თუ ისე, ჯერჯერობით ინდექსი აღმავალი ტრენდის ფარგლებშია და არაა გამორიცხული, რომ ეს შემობრუნება მოკლევადიანი იყოს. არც ისაა გამორიცხული, რომ ვარდნა კონსოლდაციურ ფაზაში გადავიდეს, რომელიც უფრო დიდხანს გაგრძელდება და ბაზარს და მის მოტამაშეებს, შემდგომი ზრდისთვის მოამზადებს.

ჯერჯერობით, გრაფიკზე არ ჩანს იმის შანსი, რომ დიდი შემობრუნება მზადდება. ყოველ შემთხვევაში, ასეც რომ იყოს, ამის გამოვლენას უფრო მეტი დრო დასჭირდება.

თუ ინდექსის დაღმავალ მოძრაობას გავყვებით, პირველი მხარდაჭერის ბარიერი 105.81 დონეზეა მოსალოდნელი. აქ აღმავალი ტრენდული ხაზი და ივნისის მაქსიმუმი იკვეთება. ამას მოჰყვება კიდევ ერთი აღმავასლი ტრენდული ხაზი, რომელთან შეხვედრაც, 103.40-ს მიდამოებშია მოსალოდნელი.

პარალელურად, EURUSD-ის აღმავალ მოძრაობას, ორი წინააღმდეგობა ელის. ერთია 2017 წლის მინიმუმი (1.0340), რომელმაც მაისსა და ივნისში მხარდაჭერის როლი წარმატებით შეასრულა. მისი გადალახვის შემთხვევაში, წყვილს თებერვალში დაწყებული დაღმავალი ტრენდული არხის ზედა ზღვარის გადალახვა დასჭირდება. ეს ძლიერი არხია, რომლის საზღვრებიდან გასვლაც წყვილს გაუჭირდება.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: