ტექნიკური ანალიზი

DXY აღმავალ ტრენდს სცდის, EURUSD წინააღმდეგობას შეხვდა

13-Sep-2022 00:06:18

გასულ კვირაში ამერიკული დოლარის ინდექსმა (DXY) აღმავალი სოლის ზედა საზღვარი გადალახა, თუმცა ეს მოძრაობა ყალბი აღმოჩნდა და მას სწრაფად მოჰყვა დაღმასვლა. ინდექსმა ამჯერად სოლის ქვედა ზღვარი გადალახა და ვარდნა გააგრძელა (DXY-ის გრაფიკზე).

ახლა მთავარი კითხვაა - ინდექსი სადამდე შეიძლება დაეცეს? გრაფიკზე ჩანს, რომ ინდექსს მხარდაჭერის ძლიერ დონესთან მოუწევს შეხვედრა, როგორიც არის თებერვალში დაწყებული აღმავალი ტრენდული ხაზი. მასთან შეხვედრა სავარაუდოდ, 107.00-ზე დაბლაა მოსალოდნელი. ოღონდ, მანამდე უახლოესი სვინგ-მინიმუმის ჰორიზონტალი (107.58) უნდა გადალახოს.

თუ ეს დონე ინდექსის ვარდნას შეაჩერებს, ამას ამას ზრდის განახლება მოჰყვება. პარალელურად საინტერესოა EURUSD-ის გრაფიკზე დაკვირვება. აქ ჩანს, რომ წყვილი, რომელიც დოლარის ინდექსის დიდ წილს (დაახლოებით 57 პროცენტს) განსაზღვრავს, დაღმავალი არხის ზედა ზღვართან არის, რომელსაც თეორიულად, ევროპული ვალუტის ზრდის შეჩერება შეუძლია.

ევრო-დოლარის წყვილი ძლიერ დაღმავალ არხში მოძრაობს, რომლის საზღვრიდან გასვლაც, ძნელი იქნება. მაგრამ ყველა ტრენდი ადრე თუ გვიან, მთავრდება და არაა გამორიცხული, რომ ამჯერადაც ასე მოხდეს. თუმცა, ფუნდამენტური ფონი ამის შესაძლებლობას ამცირებს. თუ ეს წყვილი აღნიშნული არხის საზღვრებში დარჩა, ეს იმას ნიშნავს, რომ დოლარის ინდექსის ვარდნაც შეწყდება. და თუ ევრო შეძლებს არხიდან გასვლას, მაშინ დოლარის ინდექსი აღმავალი ტრენდული ხაზისკენ დაეშვება და შეხვდება კიდეც...

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: