ტექნიკური ანალიზი

DXY აღმასვლის განახლებამდე ისვენებს

30-Aug-2022 11:30:32

ჯეკსონ ჰოულის სიმპოზიუმზე ფედრეზერვის შეფ ჯერომ პაუელის გამოსვლის შემდეგ, ამერიკული დოლარის ინდექსმა (DXY) ივლისის მაქსიმუმს (109.294) შეუტია. ხანმოკლე გარღვევის შემდეგ, ინდექსი ამ ზღვარის დაბლა დაბრუნდა და როგორც ჩანს, კორექციის შემდეგ, ისევ ზრდას განაახლებს.

მცირე გარღვევის შემდეგ, წინააღმდეგობის ახალი დონე (109.478) წარმოიქმნა. სწორედ მისი გადალახვა იქნება მნიშვნელოვანი. სანამ ზრდას განაახლებს, ინდექსმა შესაძლოა უფრო ღრმა კორექცია შეასრულოს.

კორექციის გაღრმავების შემთხვევაში, მხარდაჭერის პირველი დონე იქნება 107.58, საიდანაც პაუელის გამოსვლის შემდეგ, ზრდა დაიწყო. მისი გადალახვის შემთხვევაში, მომდევნო ზღვარია აღმავალი ტრენდული ხაზი, რომელიც სათავეს წლის დასაწყისიდან იღებს. თუმცა ასეთი ღრმა კორექცია ნაკლებად სავარაუდოა.

საერთო ჯამში, პროგნოზი ხარებისთვის ხელსაყრელია. ტრენდის შესაცვლელად, ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორია საჭირო. მალე ფედრეზერვი სხდომას ჩაატარებს და სავარაუდოდ, განაკვეთს ისევ მკვეთრად გაზრდის, რაც აღმასვლას კიდევ ბიძგს მისცემს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: