ტექნიკური ანალიზი

DXY 21-წლიანი ტრენდული ხაზის მაღლა დარჩენას ცდილობს

26-Apr-2022 14:14:57

ამერიკული დოლარის ინდექსი (DXY) იმ ტრენდული ხაზის მაღლა დარჩენას ცდილობს, რომელიც 2001 წლიდან მოდის და რომლის გადაკვეთაც ახლახანს შეძლო. ეს ხაზი 2020 წლის მარტის მაქსიმუმზეც გადის, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში დაფიქსირდა.

ინდექსმა აღნიშნული ტრენდული ხაზის მაღლა, დღიური დახურვა უკვე შეასრულა. მაგრამ ტრენდის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება, თუ მის მაღლა, კვირის და თვის დახურვასაც კი შეძლებს.

2001 წლის ტრენდული ხაზის გადალახვა იმდენად დამაჯერებლად მოხდა, რომ შესაძლოა, ინდექსმა გარღვევის გატესტვის გარეშე გააგრძელოს ზრდა 2020 წლის მარტის მაქსიმუმისკენ (102.99). მასთან მიახლოების შემთხვევაში, პირველ ცდას დიდი ალბათობით, შემობრუნება მოჰყვება.

ამ ეტაპზე, 2001 წლის ტრენდული ხაზი მხარდაჭერის დონის როლს შეასრულებს. მხარდაჭერის კიდევ ერთი ზღვარია მცირე აღმავალი ტრენდი, რომელმაც სტარტი აპრილის დასაწყისში აიღო. მომდევნო მხარდაჭერა კი მარტის მინიმუმია (97.67).

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: