ტექნიკური ანალიზი

DXY ძლიერ წინააღმდეგობას უტევს

09-Nov-2021 01:11:14

ამერიკული დოლარის ინდექსი (DXY) მნიშვნელოვან ზღვართან იმყოფება და ამ კვირის ყველაზე მთავარი კითხვა, ამ ზღვარს უკავშირდება. კერძოდ, შეძლებს თუ არა ინდექსი მის გადალახვას. ეს ზღვარი 2020 წლის მარტში დაფიქსირებული მინიმუმის გასწვრივ გადის და მისი ვალიდურობა შარშან, სექტემბერში დადასტურდა. ოღონდ, მაშინ მხარდაჭერის დონის როლში იყო.

წინააღმდეგობის ამ ზღვარის მორიგი დადასტურება გასულ თვეში მოხდა, მან უკვე წინააღმდეგობის როლი შეასრულა. თუმცა ინდექსი შორს არ გაუგზავნია და მალე მათი მორიგი შეხვედრაც შედგა. ახლა უკვე საბოლოოდ გაირკვევა, ინდექსი შეძლებს თუ არა მის გადალახვას.

ოღონდ, მხოლოდ ზღვარის გადალახვა არ ნიშნავს, რომ წინააღმდეგობა დაძლეულია. დასადასტურებლად საჭიროა, რომ ინდექსი მის მაღლა დარჩეს. თუ გარღვევა მაინც მოხდა, მაშინ DXY-ს გზა 95.71-სკენ გაეხსნება, სადაც შარშან ივნისში მინიმუმი დაფიქსირდა. მის სიახლოვესვე არის აღმავალი არხის ზედა ზღვარი.

აღნიშნული არხი წლევანდელ ივნისში იღებს სათავეს და მის ფარგლებს ინდექსი მკაცრად იცავს, ჯერჯერობით მაინც. თუ არხი ინდქსის ზრდას შეაჩერებს, მისგან მკვეთრი არეკვლაა მოსალოდნელი. თუმცა ვარდნა შეიძლება ხანმოკლე იყოს, რადგან ინდექსი აღმავალ ტრენდს მიჰყვება და იმისათვის, რომ ტრენდე შეიცვალოს და შესაბამისად, ტრეიდერებმა გაყიდვის პოზიციების გახსნაზე იფიქრონ, აუცილებელია, რომ ინდექსმა ქვადა ზღვარიც გადალახოს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: