ფუნდამენტური ანალიზი

„ბენკ ოფ ამერიკა“ BoE-სგან განაკვეთის 4 პროცენტამდე გაზრდას ელის

13-Sep-2022 14:12:13

„ბენკ ოფ ამერიკამ“ ინგლისის ბანკის (BoE) მონტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, საკუთარი პროგნოზები შეცვალა. მისი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბრიტანეთის ცენტრალური ბანკი სტერლინგზე განაკვეთს 4 პროცენტამდე გაზრდის. წინა პროგნოზის შესაბამისად, განაკვეთის მაქსიმუმ 3.25 პროცენტამდე აწევა იყო მოსალოდნელი.

ამის მიზეზი ისაა, რომ საჭირო იქნება ახა პრემიერ მინისტრ ლიზ ტრასის ფისკალური სტიმულირების პროგრამის შედეგების გადაფარვა. პრემიერის სტიმულირების პროგრამის მიზანს, პირველ რიგში ენრგო რესურსებზე ფასების დაბლა დაწევა წარმოადგენს. თავისთავად, ეს ინფლაციის შეკავებას ემსახურება, მაგრამ იმავდროულად, მთავრობას ამისთვის ფინანსების მოზიდვა მოუწევს, რასაც ინფლაციის წახალისება შეუძლია.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ენერგო რესურსებზე ფასების ჭერის დაწესება, ინფლაციის პიკს დაბლა სწევს, ეს კი ინგლისის ბანკს განაკვეთის ნაკლები ტემპით აწევის საშუალებას აძლევს. მაგრამ ფისკალური სტიმულირების გაზრდის გამო, ცენტრალურ ბანკს საერთო ჯამში, განაკვეთის უფრო მაღალ დონემდე აწევა მოუწევს“, - ნათქვამია „ბენკ ოფ ამერიკას“ მიერ კლიენტებისთვის დაგზავნილ მოხსენებაში.

„ბენკ ოფ ამერიკა“ ვარაუდობს, რომ თავის მომდევნო სხდომაზე, ინგლისის ბანკი განაკვეთს ნახევარი პროცენტით ასწევს. იგივე ტემპით გაიზრდება განაკვეთი მომდევნო ორ სხდომაზეც. მომავალ წელს განაკვეთის ზრდის ტემპი მეოთხედ პროცენტამდე დაიკლებს და აგვისტოსთვის 4 პროცენტს მიაღწევს.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: