ფუნდამენტური ანალიზი

აშშ-ში სამუშაო ადგილების ზრდა ნოემბერში მკვეთრად შენელდა

03-Dec-2021 20:45:44

შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანაში არასასოფლო სფეროში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესი მკვეთრად შენელდა. კერძოდ, აღნიშნულ სფეროში ახალდასაქმებულთა რიცხვი 210 ათასით გაიზარდა, რაც წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის ორნახევარჯერ ნაკლებია.

ანალიტიკოსთან პროგნოზით, 550 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იყო ნავარაუდები. ამგვარ მოლოდინს აძლიერებდა ოთხშაბათს გამოქვეყნებული ADP-ს მონცემები, რომელთა შესაბამისადაც, ნოემბერში კერძო სექტორში 534 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. გარდა ამისა, გახსნილი ვაკანსიების რიცხვი რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ახალდასაქმებულთა რიცხვი შემცირდა, ქვეყანაში უმუშევრობის დონე კვლავ კლებას აგრძელებს. თუ ეს მაჩვენბელი ოქტომბერში 4.6 პროცენტი იყო, ნოემბერში 4.2 პროცენტამდე ჩამოვიდა. 61.8 პროცენტამდე გაიზარდა (61.6-დან) ზრდასრულ მოსახლეობაში სამუშაო ძალის წილი. ეს მაჩვენებელი შარშანდელი მარტის შემდეგ უმაღლეს დონემდე გაიზარდა.

ოქტომბერთან შედარებით, 0.1 პროცენტით, 0.3 პროცენტამდე შემცირდა საათობრივი ანაზღაურების ზრდის თვიური მაჩვენებელი, წლიური კი უცვლელად, 4.8 პროცენტის დონეზე დარჩა.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: