ფუნდამენტური ანალიზი

ევრო ზონაში ინფლაციამ ნოემბერში პიკს მიაღწია

29-Nov-2021 15:50:11

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მმართველი საბჭოს წევრი იზაბელ შნაბელი ამბობს, რომ ECB-ს ვარაუდის შესაბამისად, ევრო ზონაში ინფლაცია პიკს ნოემბერში მიაღწევს და მომავალ წელს თანდათან დაიკლებს. ამიტომ, განაკვეთის ზრდის დაწყება, გაუმართლებელი იქნება.

გერმანულ ტელეარხ ცედეეფთან საუბრისას, შნაბელმა განაცხადა, რომ ინფლაცია მომავალ წელს 2 პროცენტის ფარგლებში დაბრუნდება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც გაუმჯობესდება მიწოდება და დაიკლებს ენერგომატარებლების ფასები.

მისივე თქმით, ინფლაციის ზრდას ის გარემოებაც იწვევს, რომ შარშან ფასები ჩვეულებრივზე დაბლა იყო დაწეული და ეს ზრდა სწორედ ამ დაბალი დონეებიდან იანგარიშება. მიწოდებაში არსებული პრობლემები კი პანდემიით გამოწვეული პირდაპირი შედეგია, რადგან შეზღუდვების გამო, ქვეყნებს შორის მიმოსვლა და ტვირთების ტრანსპორტირება შეფერხებულია. ეს კი ფასებზე აისახება.

„პროგნოზების უმეტესობის შესაბამისად, ინფლაცია 2 პროცენტზე დაბლა დაეცემა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფასების უკონტროლო ზრდა მოსალოდნელი არ არის. ჩვენ რომ გვქონდეს საფუძველი იმისა, რომ ინფლაცია 2 პროცენტზე მაღლა დარჩება, მაშინ რეაგირება მოგვიწევდა. მაგრამ ამ მომენტში, ამის ნიშნებს ვერ ვხედავთ“, - ამბობს შნაბელი.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: