ფუნდამენტური ანალიზი

დოლარს სტატისტიკა და ქორული მოლოდინები ამყარებს

17-Nov-2021 12:32:38

ამერიკულმა დოლარმა დღეს იენთან წყვილში ბოლო ოთხწელიწადნახევრის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიღწია, ევროსთან წყვილში კი 1.12 დოლარის ნიშნულთან ახლოს მივიდა. ამერიკული ვალუტის გამყარებას ხელი შეუწყო დადებითმა სტატისტიკამ და ფედრეზერვის მონტარული პოლიტიკის საბჭოს წევრთა ქორულმა კომენტარებმა. ეს ყველაფერი კი ზრდის იმის მოლოდინს, რომ განაკვეთის ზრდა მომავალი წლის პირველ ნახევარში დაიწყება.

სტატისტიკის შესაბამისად, შეერთებულ შტატებში ოქტომბერში საცალო გაყიდვები მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა. ეს გარემოება ამტკიცებს წინა კვირაში გამოქვეყნებული მონაცემების მნიშვნელობას, რომელთა შესაბამისადაც, სამომხმარებლო ფასები 1990 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრად არის გაზრდილი.

სავალუტო ბაზრები ფასებში უკვე ასახავენ იმის მოლოდინს, რომ ფედრეზერვი განაკვეთს ივნისში გაზრდის, ნოემბერში კი ამას მეორედ გააკეთებს. ორივე შემთხვევაში, ზრდა 25 საბაზისო პუნქტით განხორციელდება.

„კომერცბანკის“ სავალუტო ბაზრის სტრატეგი ანტი პრაეფკე იზიარებს მოსაზრებას, რომლის შესაბამისადაც, ფედრეზერვი განაკვეთის აწევას მომავალი წლის შუაწელში დაიწყებს. მან თავისი სტრატეგია დოლარზე ასე განსაზღვრა: „ვყიდულობ სიღრმიდან, მოკლე ვადით“.

დოლარის ინდექსმა 96.266-ს მიღწია, თუმცა შემდეგ კორექცია დაიწყო და 96.00-ს ჩამოსცდა. იენთან წყვილში დოლარის ფასმა 114.975 იენს მიაღწია, შემდეგ კი 114.64-მდე დაიწია. რაც შეეხება ევროსთან წყვილს, ევროპული ვალუტის ფასი 1.1263 დოლარამდე შემცირდა, თუმცა შემდეგ 1.1300-ს ასცდა.

რც შეეხება ფედრეზერვის წევრთა ქორულ კომენტარებს: სენტ ლუისის ფედრეზერვის პრეზიდენტმა ჯეიმს ბულარდმა გუშინ განაცხადა, რომ ცენტრალურ ბანკს, თავის მომდევნო რამდენიმე სხდომაზე, უფრო ქორული მიმართულებით სვლა მართებს. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ ინფლაცია არ შერბილდება.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: