ტექნიკური ანალიზი

დოლარის ინდექსი ტრენდულ ხაზს ტესტავს

02-Dec-2021 00:53:14

დოლარის ინდექსმა ახლახანს 2020 წლის ივლისის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა და აღმავალი არხის ზედა ზღვარის სახით, ძლიერი წინააღმდეგობა გადალახა. მაგრამ როგორც მოსალოდნლი იყო, ამავე ზღვარს მოუბრუნდა და მას ახლა უკვე როგორც მხარდაჭერის დონეს შეხვდა.

იმისათვის, რომ ტრენდული ხაზის გარღვევა დადასტურდეს ინდექსი მისკენ უნდა მობრუნდეს, რის შემდეგაც არეკვლა მოხდება. ამ შემთხვევაში, ზრდა გაგრძელდება. როგორც გრაფიკზე ჩანს, დოლარის ინდქსი ამჟამად სწორედ გარღვევის დადასტურებას ცდილობს.

თუ ინდქსი ტრენდული ხაზის დაბლა ჩამოვიდა, მაშინ მისი შემდგომი დასუსტებაა მოსალოდნელი. ამ შემთხვევაში, მომდევნო ძლიერი მხარდაჭერის დონის როლში, 2020 წლის მარტის მინიმუმი (94.67) მოგვევლინება, რომელმაც ინდექსს ოქტომბერში მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ნოემბერში მისი გარღვევა მოხდა, რის შემდეგაც, ინდექსმა აღმავალი ტრენდული ხაზის გაიარა.

ეს იქნება დოლარის ინდექსის ყველაზე ძლიერი კლება მას შემდეგ, რაც ივნისში აღმავალი ტრენდი დაიწყო. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ტრენდი უკვე დასრულდა. თუმცა ხარები ძალას დაკარგავენ. მაგრამ თუ მხარდაჭერამ იმუშავა, ხარებს ახალი პოზიციების გახსნის შესაძლებლობა გაუჩნდებათ.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: