ფუნდამენტური ანალიზი

ბაიდენმა პაუელი ფედრეზერვის შეფად მეორე ვადით წარადგინა

23-Nov-2021 01:11:31

თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის პოსტზე, კანდიდატად ჯერომ პაუელი დაასახელა. მის მოადგილეობას ლაელ ბრენარი გასწევს, ვისი კანდიდატურაც, ასევე თავმჯდომარის პოსტზეც განიხილებოდა.

„რამდენადაც, პოაუელი მეორე ვადით თავმჯდომარეობაზე წარადგინეს, ეს ნიშნავს, რომ ფედრეზერვისგან, მონტარული პოლიტიკის შედარებით მტრედულ პროგნოზებს არ უნდა ველოდეთ. როგორც ჩანს, პაუელს განაკვეთის აწევის მოლოდინი ყველაზე მეტად უკავშირდება და მისი ხელახლა დანიშვნა, დოლარს ახალ ბიძგს მისცემს“, - ამბობს „ვესტერნ უნიონის“ ბიზნეს გადაწყვეტილებათა ანალიტიკოსი ჯოი მანიმბო.

ამ ცნობის გავრცელების ფონზე, დოლარის ინდექსმა ზრდა გააგრძელა და 2020 წლის ივლისის შემდეგ, უმაღლეს ნიშნულს (96.53) მიაღწია. იმავდროულად, დაცემა გააგრძელა ევრომ, რომლის დასუსტებას, ევრო ზონაში ლოკდაუნების ახალი ტალღა იწვევს.

ავსტრიამ კიდვ ერთხელ გამოაცხადა სრული ჩაკეტვის რეჟიმი და მსგავს ქმედებას, გერმანიაც განიხილავს, რაც ევროპის უდიდეს ეკონომიკას პრობლემებს აუცილებლად შეუქმნის. გარდა ამისა, ევროპის ცენტრალური ბანკი უკიდურესად მტრედულ განწყობაზე რჩება და ჯიუტად აცხადებს, რომ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციაზე ლაპარაკიც კი ნაადრევია.

პაუელმა და ბრენარმა მიანიშნეს, რომ მზარდი ინფლაცია, ამერიკის ეკონომიკას და ამერიკელ ოჯახებს ბევრ პრობლემას უქმნის და რომ დროა, ფასების ზრდა კონტროლის ქვეშ მოექცეს. ეს უახლოეს პერიოდში, ცენტრალური ბანკის პრიორიტეტი იქნება.

პარალელურად, ფედრეზერვის წევრებმა, რიჩარდ ქლარიდამ და კრისტოფერ უოლერმა განაცხადეს, რომ საჭიროა სტიმულირების პროგრამის იმაზე მკვეთრად შეწყვეტა, ვიდრე დაგეგმილია.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Alfa Bank
Wise Bank
Sber Bank
Migom Bank

მხარდაჭერა: