ბრექსიტის შეთანხმების პერსპექტივამ სტერლინგს ბიძგი მისცა

მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეები
სიახლეები
ბრექსიტის შეთანხმების პერსპექტივამ სტერლინგს ბიძგი მისცა

დღევანდელი დღე საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე მშვიდად დაიწყო, მაგრამ შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრექსიტის თემაზე, მომლაპარაკებელთა შორის მიღწეულია ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის გეგმის პროექტი, რამაც სტერლინგის მკვეთრ ზრდას შეუწყო ხელი.

ბრიტანულმ ვალუტამ 1-საათიან მონაკვეთში, ამერიკულ დოლარს დაახლოებით 150 პოუნქტი „მოუგო“ და 1.2927-მდე გაიზარდა, რის შემდეგაც, კონსოლიდაციის ფაზაში გადავიდა. ამჟამად წყვილის ფასი 1.2890-ის სიახლოვეს იმყოფება.

ბლუმბერგის მიერ გავრცელებულ ცნობაში მოყვანილია შეთანხმების ციტატა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირი და ბრიტანეთი „ღრმა“ სასაზღვრო თანამშრომლობას გააგრძელებენ და „ერთიან სასაზღვრო ტერიტორიას“ შექმნიან. ამასთან, ევროკავშირი სცნობს ბრიტანეთის დამოუკიდებელ სავაჭრო პოლიტიკას. გარდამავალი პერიოდი კი შესაძლოა, „ერთი ან ორი წლით გაგრძელდეს“.

ევრო საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ტვიტერზე დაწერა, რომ მან ევროკავშირის 27 ქვეყნის ხელმძღვანელებს, ბრიტანეთთან ბრექსიტის შეთანხმების პროექტის ტექსტები უკვე დაუგზავნა. მისივე თქმით, ტექსტი მომლაპარაკებლების დონეზეა შეთანხმებული და ახლა ევროკავშირის ლიდერებისგან მის მოწონებას ელის.

P.S. ამ ინფორმაციის წერის მომენტში, სტერლინგი დოლართან ჯერ საწყის პოზიციას (1.2785 დლარი) დაუბრუნდა, შემდეგ ისევ 1.2890-ზე ავიდა და ამჟამად ისევ დაღმა დაეშვა და 1.2860-ს უტევს.