ნავიგაცია

შეცდომის კორექტირება

გაგზავნა

დახმარება

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება
პასუხი:

ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების კუთხით ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქციებია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის ღიაობის უზრუნველყოფა, ასევე ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობაში სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება.

ამ თვალსაზრისით, ეროვნული ბანკი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საქმიანობაში, რომელიც უკავშირდება ემიტენტების მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასა და მიმოქცევას. ასეთი საქმიანობაა: ემისიის პროსპექტის დამტკიცება, ბაზრის მონაწილეთა ლიცენზირება (ან ლიცენზიების გაუქმება), გადახრის სხვადასხვა სახის გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების მიღება.

საჭირო ინფორმაციის შეგროვების მიზნით, ეროვნული ბანკი ქმნის ჩარჩოს ანგარიშვალდებული საწარმოების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

მხოლოდ ეროვნულ ბანკის ვებგვერდზე მითითებულ ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებს აქვთ შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება. მათ შორის, მხოლოდ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს აქვთ უფლებამოსილება განახორციელონ ე.წ. Forex პლატფორმაზე საშუამავლო საქმიანობა.

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ითანამშრომლოს უცხო ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებთან, შეიმუშაოს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს არსებულ ბაზარს და ამ პროცესთან მიმართებაში გაითვალისწინოს ბაზრის მონაწილეთა ინტერესები და განახორციელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები.

ოფიციალური წყარო


ვერ მოძებნეთ პასუხი?

იმ შემთხვევაში თუ ვერ ნახეთ სასურველი პასუხი. შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე და ჩვენ გიპასუხებთ

ტექნიკური დახმარება

ტექნიკური დახმარების მისაღებად დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე.