საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 5-9 აგვისტოს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 5-9 აგვისტოს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ, ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების მოულოდნელად გაზრდის გამო, ბაზრებზე უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნა გაიზარდა. აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი ახალ ფაზაში შევიდა, თუმცა მხარეები მოლაპარაკების გაგრძელებას კვლავაც აპირებენ.

ამ კვირაში გადაწყვეტილებას განკვეთთან დაკავშირებით მიიღებენ ავსტრალიის და ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკები. გარდა ამისა, გამოსვლები აქვთ ფედრეზერვის წევრებს, რომლებისგანაც ინვესტორები, მონეტარული პოლიტიკის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, მინიშნებებს ელიან.

მიუხედავად იმისა, რომ ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ განაკვეთის შეკვეცა ერთჯერადი აქტი იყო, რომელიც მონეტარული პოლიტიკის სწრაფი გამკაცრების კორექციას წარმოადგენს, ინვესტორების ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპის ვარდნას, მალე განაკვეთის კიდევ ერთხელ შეკვეცა უნდა მოჰყვეს.

რაც უფრო ახლოვდება ბრექსიტის (მეორე) განხორციელების ვადა (31 ოქტმბერი), მით უფრო თმობს პოზიციებს სტერლინგი. ბრიტანული ვალუტა ივლისში 4 პროცენტით გაუფასურდა. დოლართან წყვილში, ის ახლოსაა ბოლო 30 თვის მინიმალურ დონესთან. და უკეთესი პერსპექტივა არც ჩანს, რადგან ახალი პრემიერი ბორის ჯონსონი, ევროკავშირს უხელშეკრულებო გასვლით ემუქრება, თუ არ გადაიხედება ირლანდიის საზღვრის საკითხი. მაგრამ ამ მხრივ დათმობას არც ევროკავშირი აპირებს, რაც შეთანხმებას ჩიხში აქცევს.

 

ამ კვირაში ფორექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები

ორშაბათი

ბრიტანთის მომსახურების სფეროს PMI

ISM-ის არასაწარმოო PMI

 

სამშაბათი

ახალ ზელანდიაში დასაქმების მოხსენება

ავსტრალიის სარეზერვო ბანკის განაკვეთის გადაწყვეტილება

FOMC-ის წევრ ჯეიმს ბულარდის გამოსვლა

 

ოთხშაბათი

ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკის განაკვეთის გადაწყვეტილება

გერმანიის სამრეწველო წარმოება

 

ხუთშაბათი

ჩინეთის სავაჭრო ბალანსი

აშშ-ში უმუშევრობაზე პირველადი განაცხადები

 

პარასკევი

იაპონიის მშპ-ს პირველადი მონაცემები

ჩინეთის სამომხმარებლო ფასების ინფლაცია

ბრიტანეთის მშპ-ს პირველადი მონაცემები

კანადის დასაქმების მოხსენება

აშშ-ის PPI