საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 12-16 აგვისტოს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
საერთაშორისო სავალუტო ბაზარი 12-16 აგვისტოს

ინვესტორთა ყურადღება ამ კვირაშიც სავაჭრო ურთიერთობებისკენ იქნება მიპყრობილი. ასევე საინტერესოა იუანის კურსის მოძრაობა, რომელიც ისევ და ისევ, ჩინეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე სავაჭრო ომს უკავშირდება. გარდა ამისა, გამოქვეყნდება არაერთი ეკონომიკური სტატისრიკა, რომლებსაც შესაბამისი ქვეყნების ცენტრალური ბანკები აკვირდებიან, რათა მონეტარული პოლიტიკა განსაზღვრონ.

გასულ კვირაში სავაჭრო ომის ფონზე, იუანი ფსიქოლოგურ ზღვარს ჩამოსცდა, რამაც ინვესტორებს სავალუტო ომის დაწყების შიში გაუჩინა. შექმნილ სიტუაციაში, ძლიერ გაიზარდა ისეთ უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნა, როგორებიცაა იაპონური იენი და შვეიცარიული ფრანკი. ორივემ დოლართან ევროპულ ვალუტებთან წყვილებში, საგრძნობლად გაიმყარეს პოზიციები.

კვლავ რთულ სიტუაციაშია ბრიტანეთი, რომლის ახალი პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მისთვის პრიორიტეტი, ქვეყნის უხელშეკრულებო ბრექსიტისთვის მომზადებაა. იმავდროულად, სტატისტიკამ აჩვენა, რომ ბრიტანული ეკონომიკა მეორე კვარტალში შემცირდა, რაც 2012 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ამას მოჰყვა სტერლინგის ვარდნა, რომელმაც დოლართან წყვილში, თითქმის ბოლო 31 თვის მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.

 

ამ კვირაში ფორექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები

ორშაბათი

იაპონიაში ფინანსურ ბაზრებს არდადეგები აქვთ

 

სამშაბათი

ბრიტანეთის დასაქმების მოხსენება (ივნისი)

გერმანიის ZEW-ის ეკონომიკის განწყობა (აგვისტო)

აშშ-ის CPI (ივნისი)

 

ოთხშაბათი

ჩინეთის ძირითად კაპიტალში ინვესტიციები (ივლისი)

ჩინეთის სამრეწველო წარმოება (ივლისი)

ჩინთის საცალო გაყიდვები (ივლისი)

ბრიტანეთის CPI (ივლისი)

გერმანიის მშპ-ს პირველადი მონაცემები

ევრო ზონის მშპ

 

ხუთშაბათი

ბრიტანეთის საცალო გაყიდვები (ივლისი)

აშშ-ის საცალო გაყიდვები (ივლისი)

აშშ-ის ფილადელფიის ფედრეზერვის წარმოების ინდექსი (აგვისტო)

აშშ-ის ემპაიერ სტეიტის წარმოების ინდექსი (აგვისტო)

აშშ-ის სამრეწველო წარმოება (ივლისი)

აშშ-ში უმუშევრობაზე პირველადი განაცხადები

 

პარასკევი

აშშ-ში მშენებლობის ნებართვები (ივლისი)

აშშ-ში ბინების შესყიდვების დაწყება (ივლისი)

აშშ-ის მიჩიგანის მომხმრებელთა განწყობა (აგვისტო)