იუანი დოლართან წყვილში უფასურდება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
იუანი დოლართან წყვილში უფასურდება

ჩინურმა იუანმა ახალი სავაჭრო კვირა მკვეთრი ვარდნით დაიწყო და 1 დოლარში 7 იუანის ზღვარი გადაკვეთა. ეს 2008 წლის შემდეგ პირველად მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი დაჟინებით აცხადებდა, რომ სტაბილურ იუანს ანიჭებს უპირატესობას, მისი ვალუტის მიერ, ფსიქოლოგური ბარიერის გადალახვისას, ვაჭრობაში ჩარევისგან თავის შეკავება ამჯობინა.

უნდა ითქვას, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ, 300 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე ახალი ტარიფების დაწესების შემდგ, ონშორული იუანის ფასი დაუყოვნებლივ არ დაცემულა. მისგან განსხვავებით, ოფშორული იუანი გაუფასურდა. მოგვიანებით კი ონშორულიც მის კვალს გაჰყვა. დღეს ერთი დლარის ფასი 7.1097 ოფშორულ და 7.0424 ონშორულ იუანამდე გაიზარდა.

„MUFG ბანკის“ სავალუტო ბაზრის უფროსი სტრატეგი მასაში ჰაშიმოტო ამბობს, რომ წელს იუანისთვის ეს გადამწყვეტი მომენტია და მასზე აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი ძლიერ ზემოქმედებს. ამასთან, ჰაშიმოტო ფიქრობს, რომ ჩინეთის სახალხო ბანკი იუანის ვარდნის შეჩერებას ეცდება და რომ ჩინეთი აშშ-სთან ვაჭრობაში უპირატესობის მისაღებად, სუსტი იუანის გამოყენებას არ ეცდება. ჰაშიმოტო დარწმუნებულია, მიმდინარე ვარდნა, ბაზარზე იუანის პანიკური გაყიდვებით არის გამოწვეული.

ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების ახალი ზრდა (10 პროცენტით) სექტემბრიდან შევა ძალაში. ჩინთი საპასუხო ქმედბით იმუქრება. სწორედ ჩინეთის ამგვარ პასუხს (რაც მოსალოდნელი იყო) მოჰყვა იუანის მკვეთრი გაუფასურება. ამას აზიური ვალუტების გაუფასურებაც მოჰყვა. კერძოდ, სამხრეთკორეული ვონი 1 პროცენტით დაეცა, ტაივანური დოლარი კი - 0.5 პროცენტით. მათგან განსხვავებით, იაპონური იენი რისკებისგან თავშესაფარი აქტივის სტატუსით სარგებლობს და დოლართან გამყარებას აგრძელებს. 1 დოლარის ფასი 106 იენს ჩამოსცდა (105.78-მდე), თუმცა შემდეგ ვაჭრობა კორექციულ ფაზაში გადავიდა.