ინგლისის ბანკმა განაკვეთი არ შეცვალა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ინგლისის ბანკმა განაკვეთი არ შეცვალა

ინგლისის ბანკმა თავისი ძირითადი საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა. ეს ნიშნავს, რომ ცენტრალური ბანკი, ბრექსიტთან დაკავშირებით, მომლოდინე პოზიციას იკავებს და მოვლენათა განვითარების შესაბამისად იმოქმედებს.

ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (MPC) ერთხმად დაუჭირა მხარი განკვეთის 0.75 პროცენტზე დატოვების გადაწყვეტილებას. იმავდროულად, კომიტეტმა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა წლევანდელისთვისაც და მომავალი წლისთვისაც. ამის მთავარი მიზეზი, ბრექსიტთან დაკავშირებული გაურკვევლობაა, რამაც ბიზნესის თავდაჯერება დაასუსტა და ინვესტიციები - შეამცრა.

ინფლაციის კვარტალურ მოხსენებაში ბანკი თავს არიდებს გაფრთხილებას უხელშეკრულებო ბრექსიტზე. მაგრამ აღნიშნავს, რომ მისი რეგულარული აგენტების მონაცემების მიხედვით შედგენილ ბიზნესის კვლევაში ლაპარაკია იმაზე, რომ ამ შემთხვევაში, დასაქმება, ინვსტიციები და წარმოების მოცულობა, მნიშვნელოვნად შემცირდება.

ასეთი გადაწყვეტილების მიუხედავად, სტერლინგმა დოლართან წყვილში მოძრაობა თითქმის შეწყვიტა. ბოლო თვის განმავლობაში, სტერლინგი ამერიკულ დოლართან თითქმის 4 პროცენტით დასუსტდა. ინგლისის ბანკის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კი, 2017 წლის იანვრის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა. ბრიტანული ვალუტის მიერ პოზიციების დათმობის მტავარი მიზეზი ისაა, რომ ხისტი ბრექსიტის შანსი გაიზარდა.