გოლდმენ საქსი ევრო-იენის მოკლე პოზიციებს დროებით ხურავს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
გოლდმენ საქსი ევრო-იენის მოკლე პოზიციებს დროებით ხურავს

„გოლდმენ საქსის“ სტრატეგთა ჯგუფი თვლის, რომ ევროს იენთან წყვილში კლების რესურსი ამოწურული აქვს. და ეს იმის მიუხედავად, რომ ბაზარი ევროპის ცენტრალური ბანკისგან (ECB), მონეტარული პოლიტიკის შერბილების მოლოდინშია. იენზე კი, როგორც რისკებისგან თავშესაფარ აქტივზე, მოთხოვნა კვლავ მაღალია.

სტრატეგთა აზრით, ეს ნაბიჯი დროებითია და ახალი პოზიციების გახსნა, ECB-ს გადაწყვეტილების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ევროს ნაცვლად, სტრატეგები ახალ მოკლე პოზიციებს დოლარი-იენის წყვილზე ხსნიან.

გუნდის მთავარი სტრატეგი ზაკ პანდლი თვლის, ECB-სგან ეკონომიკის სტიმულირების მთელი პაკეტია მოსალოდნელი, მათ შორის, განკვეთის 20 საბაზისო პუნქტით შეკვეცა და თვეში 30 მილიარდი ევროს ღირებულების ბონდების შესყიდვის პროგრამის დაწყება. მაგრამ ეს ყველაფერი ბაზარს ფასებში უკვე ასახული აქვს. იმავდროულად, დაიკლო უხელშეკრულებო ბრექსიტის ალბათობამ, იტალიის მთავრობასთან დაკავშირებით, გარკვეული სტაბილურობაა მიღწეული და ჩინეთში ეკონომიკის სტიმულირების დაწყებაა მოსალოდნელი. ეს ყველაფერი კი, ევროპული ვალუტის სასარგებლოდ მუშაობს.

მაგრამ იმავდროულად, სხვა სტრატეგები თვლიან, რომ ევროს დოლართან წყვილში ზრდის დიდი პოტენციალი არ გააჩნია. ამის დასტურია ისიც, რომ ევრო-დოლარის წყვილზე მოკლე პოზიციების რიცხვი გასულ კვირაში 49 136 კონტრაქტით გაიზარდა. სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის მონცემებით, ერთი კვირით ადრე, ამავე წყვილზე მოკლე პოზიციების რიცხვი 38 804 ერთეულით გაიზარდა.

ბლუმბერგის მიერ, ეკონომისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ისინი  ECB-სგან განაკვეთის რეკორდულად დაბალ დონემდე, მინუს 0.5 პროცენტამდე შეკვეცას ელიან.