G10 ვალუტები დოლარის დაკრულზე იცეკვებენო - როიტერსის გამოკითხვა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
G10 ვალუტები დოლარის დაკრულზე იცეკვებენო - როიტერსის გამოკითხვა

როიტერსის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ უახლოეს თვეებში სავალუტო ბაზარზე, G10 ვალუტების მოძრაობის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორები, აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი და აშშ-ის ფედრეზერვის მოქმედებები იქნება. სხვა ქვეყნების ეკონომიკური მოვლენები კი მეორე რიგში გადაინაცვლებს.

ინვესტორები საკუთარ რესურსებს ძირითადად დოლარის აქტივებში აბანდებენ და შესაბამისად, ამერიკული ვალუტა ბაზარზე მყარ პოზიციას ინარჩუნებს. მი სიმყარეს, სავაჭრო დაძაბულობა განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ფედრეზერვმა განაკვეთი დასწია და ბაზარი მისგან ანალოგიურ ქმედებას კვლავ ელის, დოლარის ინდექსმა წელს 2 პროცენტით მოიმატა.

მაგრამ იმავე კვლევის მიხედვით, რომელშიც საერთაშორისო სავალუტო ბაზრის 80 სტრატეგი მონაწილეობდა, ცენტრალური ბანკების განაკვეთებს შორის შხვაობის კლება და დოლარის მეტისმეტად გამყარება, ერთი წლის შემდეგ საპირისპირო მოძრაობას გამოიწვევს და ძირითადი ვალუტები დოლართან პოზიციების აღდგენას დაიწყებენ.

„ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომის ესკალაცია, დლარისთვის პოზიტიური ფაქტორია. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდ სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდება, რაც დოლარზე მოთხოვნას უზრუნველყოფს. თუ ფედრეზერვი აშშ-ში რეცესიის საშიშროებას, განაკვეთის შეკვეცის ახალი ციკლით არ უპასუხებს, ძნელი წარმოსადგენია, რას შეუძლია ბაზარზე არსებული მყარი დოლარის ტრენდის შემობრუნება“, - ამბობს „მიცუბიში“ UFG-ს ფინანსური ჯგუფის ლონდონური ოფისის სავალუტო სტრატეგი ლი ჰარდმანი.

ბევრი ანალიტიკოსი ასევე ფიქრობს, რომ დოლარის და მისით ნომინირებული აქტივების სიმყარის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, ამერიკული ეკონომიკის მდგრადი განვითარებაა. გარდა ამისა, დოლარს გეოპოლიტიკური მოვლენებიც ამყარებს, ისეთები, როგორიცაა ბრექსიტთან დაკავშირებული გაურკვევლობა და დაძაბულობა ჰონ კონგში.