ECB-ს წევრები მონეტარული პოლიტიკის შესარბილებლად ემზადებიან

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ECB-ს წევრები მონეტარული პოლიტიკის შესარბილებლად ემზადებიან

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მონეტარული პოლიტიკის საბჭოს წევრები ერთხმად აღიარებენ, რომ ევრო ზონის ეკონომიკას, მეტი სტიმულირება სჭირდება. და არაა გამორიცხული, რომ მათ განაკვეთის შეკვეცა უახლოეს სხდომაზე გადაწყვიტონ.

ბოლო სხდომის შემდეგ, სულ უფრო მეტი სტატისტიკური მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ ევრო ზონის ეკონომიკა იფიტება. ეს კი ცენტრალურ ბანკს, სასწრაფო ქმედებისკენ უბიძგებს. ბანკის პრეზიდენტ მარიო დრაგის, რომელიც მალე თანამდებობას დატოვებს, ნათქვამი აქვს, რომ თუ ეკონომიკის პერსპექტივა არ გაუმჯობესდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ დაუყოვნებელი ქმედებაა საჭირო.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ თუ ეკონომიკის მომავალთან დაკავშირებით, გაურკვევლობა კვლავ დარჩება, მმართველი საბჭო მოქმედებისთვის მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო შეარბილოს“, - ნათქვამია მონეტარული პოლიტიკის საბჭოს ივნისის სხდომის მოხსენებაში.

ევროპის ცენტრალური ბანკის გარდა, მონტარული პოლიტიკის შერბილებას, სხვა ცენტრალური ბანკებიც აპირებენ. მათ შორის არიან ფედრეზერვი და იაპონიის ბანკი. ECB-ში უკვე შეთანხმებულიც აქვთ ის ღონისძიებები, რომელთა გატარებასაც უახლოეს მომავალში აპირებენ. თუმცა მცირე ნიუანსებთან დაკავშირებით, მსჯელობა კვლავაც გრძელდება. ამ ღონისძიებათა შორისაა როგორც განაკვეთის შეკვეცა, ასევე აქტივების შესყიდვის ახალი პროგრამა.

ევროპის ცენტრალური ბანკის მომდევნო სხდომა 24-25 ივლისს გაიმართება. დრაგი თავის პოსტს ოქტომბერში დატოვებს და ამგვარად, შეიქნება ECB-ს პირველი პრეზიდენტი, რომლის მმართველობიც დროსაც, ბანკი განაკვეთს არ გაზრდის. მის ადგილს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფი კრისტინ ლაგარდი დაიკავებს.