ნავთობზე სიახლის მოლოდინში, დასავლურ წყვილებზე ოპერაციები მწიფდება - EUR/USD,GBP/USD,GBP/JPY

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

რაკი გასული პარასკევის ანალიზი LCO/USD,XAU/USD  და USD/JPY ჯერკიდევ შესრულების პროცესშია და  ამ კვირაში ველოდებით აშშ-ს ნავთობმარაგების ინფორმაციას, ყურადღების ცენტრში ევროპული ვალუტები ექცევა.

gbp/usd - დიდი ბრიტანეთის მთავრობამ  კიდევ 3 კვირით გაახანგძლივა საგანგებო სიტოაცია, ხოლო ამ კვირაში იგი ოფიციალურად გამოაქვეყნებს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ზუსტ სტატისტიკას. რაკი მთავრობის წევრები მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებში უკვე გვაჩვევენ დასკვნაში არსებული მონაცემების არასახარბიელო მაჩვენებლების შესახებ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ინფორმაცია ნეგატიურ გავლენას მოახდენს ბრიტანულ ფუნტზე. ამ მომენტისათვის სტერლინგი 1,2430-1,2450 ნიშნულებს შორი არის მოქცეული, რაც იმაზე მიუთითებს რომ იგი სავარაუდოდ დიდი მოძრაობისათვის ემზადება. ფუნტის მიერ 1,2530-ს გარღვევის იმპულსმა იგი დაახლოებით 1,2730 არეალში უნდა მიიყვანოს, რაც გამოწვეული იქნება 2 მიზეზით

1) აშშ-შ ნეგატიური ინფორმაცია კორონა ვირუსის შესახებ

2) დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბნაკის გავლენა.

ტრეიდერები პირველ მონაცემებს მასობრივი მედია საშუალებებიდანაც მარტივად მიიღებენ. რაც შეეხება ცენტრალური ბანკის ჩარევის დადასტურებას, რაკი საბოლოოდ ქვეყანამ ზედმეტი ფუნტის მიმოქცევაში ჩაშვებით უნდა დააბალანსოს ეკონომიკა, ისე რომ კურსის ზრდა მოსახლეობასაც არ დააწვეს ტვირთად, 1,27 წესით პრიორიტეტულ ნიშნულად უნდა განვიხილოთ. თუმცა 1,2730-ის გატანა უკვე კვირიან გრაფიკზე წამოწყებულ დროშის ფიგურაზე მიგვითითებს, რომელიც დასაშვებია ცენტრალური ბანკის სენტიმენტს ასახავდეს ფასის 1,30 ნიშნულთან აყვანის მხრივ.

თუმცა მოვლენათა განვითარების ამ სცენართან ერთად, კვირის ბოლოს გაკეტებულ განცხადებებს, დროებით სტერლინგის 1,2230 -მდე ჩამოტანაც შეუძლია, 1,24 ის გამორღვევის შემთხვევაში.

eur/usd- ევრო კვლავ წინა კვირაში განხილული სამკუთხედის არეალშია, და როგორც ნავარაუდები იყო 1,0887-ს დაუბრუნდა. ევროკავშირის ქვეყნების მიერ დაანონსებული კარანტინის შერბილება კვლავ კორექციებს იწვევს ევროს მიმართულებით. აქ მთავარია ინვესტორთა მოლოდინები ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებების მხრივ. ესპანეთმა 1,63 ტრილიონიანი ფონდის შექმნის ინიციატივა წამოაყენა რომლის მიზანიც კორონა ვირუსის კრიზის მართვას უნდა მოხმარდეს. აღნიშნული კაპიტალის გადადინება მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა ევროზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში გაზრდის საგარეო მოთხოვნას ევროპულ აქტივებზე. ის ტრეიდერები რომლებიც აპირებენ ევროზე buy მიმართულებით მუშაობას , 1,0880 გატანასთან ერტად, სამკუთხედის შიდა ნიშნულის 1,0930-ის გატანასაც უნდა დაელოდონ 1,10-მდე. საპირისპირო შემთხვევაში ევრო 1,0870 -1,0780 ნიშNულიან ფლეტში ი დარჩება.

gbp/jpy - ფუნტი იენა არის წყვილი რომელიც ორ ერთმანეთისგან საპირისპირო სენტიმენტის მქონე ვალუტას აერთიანებს. თუმცა მათი საერთო მახასიათებელი არის ის რომ, ორივე ვალუტის ცენტრალური ბანკი ბაზარზე პირდაპირი ცარევის მომხრეა. დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკი ძირითადად "აცოცხლებს" ვარდნად ფუნტს, ხოლო იაპონიის ცენტრალური ბანკი პირიქით, აუფასურებს. ამ კვირაში იაპონიის პრემიერ მინისტრი დაიწყებს მთავრობასტან მოლაპარაკებას 990მლრდ$ ღირებულების სავალუტო ინექციის შესახებ რაც აუცილებლად იმოქმედებს იენის გაუფასურების მიმართულებით, რასაც მთელი გასული კვირა ვუსვამდით ხაზს. მეორეს მხრივ ფუნტი რომელიც თავად ინვესტორთა ახლო დაკვივირვების ქვეშ რჩება, თავად ებრძვის იმ ფაქტორებს, რომელიც გაუფასურებისკენ არის მიმართული. ეს ორი დიდი წნეხი gbp/jpy ფლეტში გამოისახა 134,90 სა და 133,70-ს შორის. შესაბამისად ამ წყვილზე ლოგიკურია სტანდარტულად ფლეტის -მინიმუმებზე-მაქსიმუმებზე ვაჭრობა, დამზღვევი გაორმაგებული ლოტის სტოპ ორდერებით.