აშშ-ს განცხადების მოლოდინში, ნავთობის "ციევ-ცხელება" ქრება

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

lco/usd - როგორც კვირის დასაწყისში აღვნიშნეთ, აშშ-ს ოფიციალური განცხადების გარეშე, შავ ოქროს 27,00 ნიშნულისკენ დაიძრებოდა. როგორც მოგეხსენებათ OPEC+ შეხვედრაზე ქვეყნები 9.7მლნ ბარელით შემცირებაზე შეთანხმდნენ, რაც გასული თვის სიჭარბის 9,2მლნ ბარელის დაკომპენსირებას გულისხმობს. თუმცა აშშ-ს წამყვანი საინვესტიციო კომპანიების ექსპერტთა ანალიზით ჯამობრივად ნავთობის ბაზარი 30-35 მლნ ბარელის სიჭარბით ხასიათდება, რაც ოპეკის ამწამინდელ მცდელობას არც თუ ისე ეფექტურს ხდის. აშშ, კანადა და ბრაზილიამ არაოფიციალურად გამოხატეს თანხმობა ნავთობმომპოვებელი ქვეყნების გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, თუმცა მათგან მსოფლიო დადასტურებულ შემცირებას მოითხოვს, მინიმუმ დამატებით 5მლნ ბარელის ოდენობით. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები წარმოებდა არა 9,7 არამედ 20 მლნ ბარელით ნავთობის შემცირებაზე. თუმცა ტრეიდერები რომლებიც ენდნენ მის წინა გამოსვლას, ნიუ ორკის სესიის გახსნისას 10 წუთში ნავთობის 967 პუნქტიანი  ზრდის შემდეგ, 500 პუნქტიანი უკანსვლის წინაშე აღმოჩნდნენ. შესაბამისად ბირჟაზე მოვაჭრეების რეაქცია არაოფიციალური მონაცემების მიმართ თანდათან ძალას კარგავს. 2 აპრილის შემდგომ ნავთობის მიერ 24-იანი ნიშნულის გატანა სრულიად სპეკულაციურ ხასიათს ატარებს, რადგან მსოფლიო მოთხოვნა-მიწოდება არ არის საკმარისი იგი 30-33 ნიშნულში დააბალანსოს, რაც ოპეკის მოლოდინებმა მოახერხა. ახლა როცა მოლოდინები გაქრა, იგი კვლავ ეცდება 27 ნიშNულის გამყარებას, რომელიც ნავთობის ყველა დიდი მოძრაობის სასტარტო წერტილია. ამიტომ კვლავ მოსალოდნელია ფლეტი 27-30 ნიშნულებს შორის, რადგან ამერის შეერთებული შტატები საკუტარ პოზიციას დროში გაწელვის მიუხედავად მაინც დააფიქსირებს. თუმცა თუკი დამატებით კვლავ არ იქნება ოფიციალური მონაცემები აშშ-სა და კანადის კუთხით, ნავთობს დიდი ალბათობით 24 ნიშნულზეც ვიხილავთ. შედეგად, 27-30 შორის ვაჭრობა შესაძებელია გაგრძელდეს სტანდარტული ფლეტის სტრატეგიით, ხოლო 27-თან ახლოს ჩართული ოპერაციები ლოგიკურია დაიზღვეს სტოპ-ლოსებით ან გაორგმაგებული სტოპ ორდერით. ხოლო 27 ჩამოტანის შემდეგ მიზანი 25,30-24 ნიშნულებია.

USD/JPY - იენამ 109,30 ნიშნულის ვერ გატანის შემდგომ დაასრულა ტალღა 106,70 მიმართულებით, და მისი მინიმუმი ამ მოძრაობაში 106,90 მივიღეთ. ჩვენ მოვლენათა ასეთი განვითარების შესახებ მხოლოდ იმიტომ გავაკეთეთ დაშვება, რომ opec+ წინა კვირის გაურკვევლობის და შემდგომ მოლოდინთ არასრულად გამართლების პირობებში, ინვესტორებმა "უსაფრთხო" აქტივების შეძენა დაიწყეს. თავად იენა იაპონიის მთავრობისგანაც მკაცრ ზეწოლას განიცდის გაუფასურების მხრივ, თუმცა მისი ეს გამყარება მხოლოდამხოლოდ ნავთობის პანიკის გამო მოხდა. ახლა როცა ნავთობი თანდათან დაღმავალ მდგომარეობაში გადადის და წარსულ ფლეტებს ტესტავს,  იენას დროებით კვლავ დაეტყობა შინაგანი გაუფასურებს ძალა და ეცდება 107,88 გატესტვას, რასაც h4 ზე დაწყებული შესაძლო მოკლევადიანი დივერგენციაც მიუთითებს, რომელიც ჩამოყალიბების ბოლო ეტაპზეა. თუკი ნავთობზე ჩრდილოეთ ამერიკულმა სახელმწიფოებმა კვლავ პასიურობა გამოხატეს და 106,00 ჩამორღვევა ვიხილეთ, იენას შემდგომი მიზანი 105.00 გახდება, რაც ნაკლებ ალბათურია, თუმცა ასეთ შემთხვევაში საუკეთესო იქნება ამ ორ ნიშნულზე ყურადღების გამახვილება.

XAU/usd - ოქრო და იენა კვლავ განაგრძობენ "უსაფრთხო" ტანდემს, თუმცა ამ შემთხვევაში ყვლითელი მეტალის ტემპები უფრო მასშტაბური აღმოჩნდა. ჩვენი მოლოდინება 1672 დან 1702-მდე ზრდას ემყარებოდა, თუმცა იმედგაცრუებების კასკადმა რომელიც ცხრა აპრილიდან ვიხილეთ ოქროს ახალ მაქსიმუმამდე, 1750$ მიგვიყვანა. ტექნიკური ინდიკატორებიც ადასტურებენ იმ ფაქტს რომ აღნიშნული მოძრაობა გადაჭარბებული იყო, თუმცა რაკი დაემორჩილა სრულად ლოგიკურ დასკვნას, ტრეიდერები რომლებიც ამ ნიშნულებში ვაჭრობდნენ, საკმაოდ კარგი შემოსავალი დააფიქსირეს. 

ამ ეტაპზე მორიგი ნეგატიური ფუნდამენტალური ინფორმაციის გარეშე, ოქრო 1748-1702 ნიშნულში ჩაიკეტება. თუ ამ კვირის ბოლომდე იგი შენარჩუნდა მოცემულ არეალში, უკვე შეიძლება ამ ფლეტის ათვისებაც და ისეთ ნიშნულებზე ოპერაციების წამოწყებაზე ფიქრი, როგორებიცაა 1730,1720,1712 , ისინი მოკლევადიან ფიბონაჩურ დონეებს წამოადგენენ. 1748 ზემოთ ოქროს შემდგომი ძლიერი დონე 1770 ნიშნულია, რისი ხილვის მოლოდინიც ნაკლებმოსალოდნელია და შეიძლება განპირობებულ იქნეს ორი ძირითადი მიზეზით

ა) თუკი ჩრდილოამერიკის ქვეყნები ოფიციალურად პასიურ პოზიციას გამოაცხადებენ ნავთობის მარაგების მხრივ

ბ) ის შერბილებული საკარანტინო ნორმები, რომელზეც ევროპის ქვეყნები და ჩინეთი ალაპარაკდა საპირისპირო, ნეგატიურ შედეგებს გამოიღებენ.

Gbp/usd - მართალია ფუნტი მოკლევადიანმა ფუნდამენტალურმა პროცესებმა პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონის გამოჯანმრთელებისა და კორონა ვირუსზე ნორმების შესაძლო შერბილების პირობებში გაამყარა, იგი კვლავ არასტაბილურობით ხასიათდება. თავად დიდ ბრიტანეთში ჯერ კიდევ გაურკვეველია მოხდება თუ არა ვირუსის კონტროლი წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოებში. ამიტომაც ფუნტი სავარაუდოდ გატესტავს წინა ფლეტის მაქსიმუმს 1,25 და ეცდება დაეშვეს 1,2430 და შემდგომ 1,2230 მდეც. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი ბრიტანეთის ცენტრალუ ბანკიც. მიუხედავად იმისა რომ ეს ინსტიტუცია ეკონომიკის წახალისებას მონეტარული ინექციით აპირებს, მას არაერთხელ ჩაუდენია წარსულში ოფიციალურად გამოცხადებული პოლიტიკის საპირისპირო შედეგები, რასაც ბაზარზე ერთი შეხედვით "არალოგიკურ" მოძრაობებამდე მივყავართ. დღიან გრაფიკზე შესაძლო დროშის ფიგურის ფორმირება არ არის გამორიცხული მის მორიგ ქმედებაზე მიუთითებდეს. ამითომ 1,25-1,27 ფუნტზე დაკვირვების კარგი ზონაა. 1,2730 გატანა კი ცენტრალური ბანკის სპეკულატიური ქმედების დასტური იქნება.