USDJPY წინააღმდეგობის სიახლოვესაა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

დოლარისა და იენის წყვილმა მხარდაჭერა 2018 წლის მინიმუმსა და იანვრის ფლეშ ქრეშზე გამავალი ტრენდული ხაზის სახით იპოვნა და ზრდა დაიწყო, მაგრამ ახლა უკვე წინააღმდეგობის ზონას მიუახლოვდა, რომელიც 107.00-ის მახლობლად მდებარეობს. სანამ ამ წინააღმდეგობას გადალახავს, USDJPY დათვების ძლიერი გავლენის ქვეშ დარჩება.

ამ წყვილზე პირდაპირ გავლენას ახდენს საფონდო ბაზარი, რომლის კლების შემთხვევაშიც, USDJPY-ს ვარდნა განახლდება. და როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, საფონდო ბაზარი კლებისთვის მხოლოდ ახალი სტიმულის მოლოდინშია...