USDJPY - შესაძლოა წყვილი სამკუთხედის ფორმირებას ასრულებს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

დოლარის და იენის წყვილი კორექციულ სამკუთხედში მოძრაობს, რომელიც a-b-c-d-e ტალღების კომბინაციისგან შედგება  და შესაძლოა, დამამთავრებელ ფაზაში იმყოფება. ამ სცენარის შესაბამისად, წყვილი ამჟამად ტალღა e-ს მიჰყვება, რომელსაც ორმაგი ზიგზაგის (Ⓦ-Ⓧ-Ⓨ) ფორმა აქვს.

გრაფიკზე ჩანს, რომ შესაძლოა, Ⓦ და Ⓧ ტალღებს უკვე დასრულებული სახე აქვს და ამჟამად წყვილი ტალღა Ⓨ-ში მოძრაობს. ამ ტალღის ჯერ მხოლოდ ნახევარია დასრულებული და სავარაუდდ, მის დამამთავრებელ, (C) ტალღას იმპულსური, ხუთტალღოვანი სტრუქტურა ექნება. ამ აღმავალ ტალღასთან ერთად, წყვილი სულ ცოტა, 111.70 დონეზე უნდა ავიდეს, რაც Ⓦ ტგალღის მაქსიმალური ნიშნული.

ალტერნატიული სცენარით, Ⓧ ტალღა ჯერ არ დასრულებულა. ამ შემთხვევაში, აღნიშნულ ტალღას, ორმაგი ზიგზაგის სტრუქტურა უნდა ჰქონდეს, რომელიც (W)-(X)-(Y) ტალღებისგან შედგება. ამათგან პირველი ორი უკვე დასრულებულია და წყვილი (Y) ტალღას მიჰყვება, რომელთან ერთადაც, შესაძლოა 105.160-მდე შემცირდეს. სწორედ ამ წერტილში გადის Ⓦ ტალღის 61.8-პროცენტიანი დონე.