კომერცბანკი EURUSD-ის ზრდის მოლოდინშია

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ბანკის ტექნიკური ანალიტიკოსი კარენ ჯონსი ირწმუნება, რომ წყვილის ფასი მხარდაჭერის იმ ზონას (1.1179-92) მიადგა, რომელსაც მარტის და ივლისის მინიმუმები აყალიბებს. აქედან არეკვლა, ფასის ზრდას მოასწავებს.

ამ შემთხვევაში, წყვილის ფასი 200-დღიანი MA-სკენ (ლურჯი ზოლი) გაეშურება. მისი და ივნისის მაქსიმუმის (1.1412) გადალახვის შემთხვევაში, ფასს გზა 2019 წლის პიკისკენ (1.1570) გაეხსნება.

ჯონსი ფიქრობს, რომ EURUSD-ისთვის მნიშვნელოვან ზღვარს, აპრილის და მაისის მინიმუმები აყალიბებს, რომლებიც 1.1100-ის სიახლოვესაა. ის არ გამორიცხავს, რომ ამ, ან ზემოთ ნახსენები ზღვარიდან არეკვლის შემთხვევაში, წყვილს 1.1990-მდე ასვლის შანსი ექნება.

ასეა თუ ისე, უახლოეს ორ კვირაში, ფასის მოძრაობას, ფედრეზერვის და ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) გადაწყვეტილებები განსაზღვრავს. გარდა ამისა, ზლიერ ფაქტორად დარჩება ბონდების მომგებიანობის მაჩვენებლები. რა თქმა უნდა, ძლიერი ფაქტორია აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი, რაც დოლარზე მოთხოვნას ზრდის და ევრო ზონის ეკონომიკას ასუსტებს.