GBPUSD – ყურადღება მხარდაჭერის ხაზზე

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

GBPUSD წყვილი სამკუთხედშია მოქცეული და ამ კვირაში თუ არა, მას მალე გაარღვევს. ოღონდ, რომელი მიმართულებით, ეს ჯერ გარკვეული არაა. სამკუთხედის ქვედა ზღვარი, ძლიერ ტრენდულ (აღმავალ) მიჯნას წარმოადგენს, რომელიც ნოემბერში ჩამოყალიბდა და რომელმაც ფასი უკვე ხუთჯერ აირეკლა, მათ შორის, ორჯერ წელს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტერლინგის ფუნდამენტური ფონი წინააღმდეგობრივია.