GBPUSD ხარულ განწყობას ინარჩუნებს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

დღიურ გრაფიკზე ჩანს, რომ GBPUSD-ის ფასმა ხარული დროშის ფორმირება დაასრულა და მისი საზღვარი გადალახა. გარღვევა ზედა მიმართულებით მოხდა. უფრო მეტიც, ფასმა უკვე გაიარა ამ დროშის უმაღლესი წერტილი (1.3012) და ზრდას აგრძელებს. მას შემდეგი წინააღმდეგობა იმ დაღმავალ ტრენდულ ხაზთან ელის, რომელიც 2014 წლის ივლისიდან მოდის. მასთან შესაძლო შეხვედრა 1.3100-ის სიახლოვეს არის მოსალოდნელი.