GBPUSD ტოლგვერდა სამკუთხედში

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

სტერლინგის და დოლარის წყვილი, ძლიერი მხარდაჭერის ზონასთან იმყოფება, რომლის ქვედა ზღვარიც, 2016 წლის ოქტომბრის ფლეშ ქრეშის ქვედა წერტილია (1.1905). იქამდე წყვილის ფასს 200 პუნქტზე მეტი აშორებს. მყიდველები შესაძლოა გაცილებით ადრე გააქტიურდნენ, თუმცა ამ ეტაპზე, მათთვის ხელსაყრელი მომენტი ჯერ არ ჩანს.

მოკლევადიანი სურათი (4-საათიან გრაფიკზე) ტოლგვარდა სამკუთხედის ფორმირებას გვიჩვენებს, საიდანაც წყვილს ორივე მიმართულებით შეუძლია წასვლა. დიდი ალბათობით, რომელ მხარესაც გარღვევა მოხდება, ფასის მოძრაობაც იმ მხარეს გაგრძელდება. ამიტომ, პოზიციის გახსნა სწორედ გარღვევის შემდეგ შეიძლება გახდს ხელსაყრელი.