GBPUSD სამკუთხედის ბოლო ტალღაზეა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

GBPUSD-ს მიმდინარე გრაფიკის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ციკლური ხარისხის, მარტივი ზიგზაგის ფორმის ტალღა e-ს ჩამოყალიბება გრძელდება. პირველადი სუბ ტალღები Ⓐ და Ⓑ დასრულებულია და დარჩენელია ტალღა Ⓒ. ამ ტალღის ფარგლებში დასრულებული სახე აქვს შუალედურ ტალღებს - (1)-(2)-(3) და (4).

კორექციულ ტალღა (4)-ს რთული ზიგზაგური ფორმა აქვს. ამჟამად მოსალოდნელია, რომ წყვილი აღმავალ ტალღა (5)-ს იწყებს, რომელსაც ფასის 1.378-მდე აყვანა შეუძლია. ამ დონეზე, ტალღა Ⓒ-ს სიგრძე, ტალღა Ⓐ-ს სიგრძის 123.6 პროცენტს მიაღწევს. თუ ტალღა Ⓒ 1.35-ის მიდამოებში დასრულდბა, მაშინ Ⓐ და Ⓒ ტალღები თანაბარი იქნება.

ალტერნატიული სცენარით, ტალღა e სამმაგი ზიგზაგის ფორმა აქვს, რომელშიც ქვე-ტალღები Ⓦ-Ⓧ-Ⓨ-Ⓧ დასრულებულია. ამჟამდ წყვილის ფასი ტალღა Ⓩ-ს მიჰყვება, რომელსაც (A)-(B)-(C) მარტივი ზიგზაგის აგებულება უნდა ჰქონდეს.

ამ სცენარის შემთხვევაში, ტალღა (A) დასრულებულია და ამჟამად წყვილი ტალღა (B)-ს ჩამოყალიბებას ცდილობს, რომელიც შესაძლოა, 1.264-მდე დაეშვას. ამ დონეზე, ტალღა (B)-ს სიგრძე, ტალღა (A)-ს სიგრძის 61.8 პროცენტს გადაფარავს. დაღმასვლის დასრულების შემდეგ, წყვილის ფასი, ტალღა (C)-სთან ერთად, აღმასვლას დაიწყებს და სავარაუდოდ, 1.327-ზე მაღლა ავა.