GBPUSD-ს ამობრუნებული „თავი და მხრების“ პერსპექტივა აქვს

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

სტერლინგის და დოლარის წყვილი ახლახანს მნიშვნელოვან ტრენდულ ხაზს შეეხო, რომელიც სათავეს 2016 წლის ოქტომბრის ფლეშ-ქრეშის ძირიდან იღებს. ტრენდულმა ხაზმა, რომელიც მხარდაჭერის დონის როლს ასრულებს, ჯერჯერობით წყვილის ვარდნას გაუძლო. თუმცა მისგან კვლავაც ძალიან ახლოსაა.

პარალელურად, ფასმა უკვე გამოსახა ამობრუნებული „თავი და მხრების“ მონახაზი (დღიური გრაფიკი) და ისღა დარჩენა, მისი კისრის დონე (1.2770-ის სიახლოვეს) გადალახოს, რა შემთხვევაშიც, აღმავალ მოძრაობას გააგრძელებს.

იმავდროულად, 4-საათიან გრაფიკზე აშკარად ჩანს აღმავალი სოლის გამოსახულება, რომელიც დასრულების ეტაპზეა. დიდი ალბათობით, ის შესაძლოა აღმასვლის დასაწყისი იყოს. მისი დასრულების შემდეგ, მოსალოდნელია კორექცია, რომელიც წყვილის ფასს, ზემოთ ნახსენებ ტრენდულ ხაზთან დააბრუნებს.