GBPUSD რა თქმა უნდა, ბრექსიტზეა დამოკიდებული

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ბრექსიტის გამო, ამ წყვილზე პროგნოზირება გართულებულია. გრაფიკიც ასეთ განწყობას ავლენს - ძლიერი აღმასვლის შემდეგ, ფასი შემობრუნდა და იმ აღმავალი არხის ზედა ზღვარს მიადგა, რომელსაც აგვისტოს ბოლოდან აყალიბებს.

ამ ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ფასს მალევე უწევს 200-ინ მოძრავ საშუალოსთან შეხვედრა და ამის შემდეგაც არაერთი მხარდაჭერის დონე (მათ შორის, 2018 წლის აპრილში დაწყებული დაღმავალი ტრენდული ხაზი) ელის.
მაგრამ არეკვლის შემთხვევაში, ზრდა გაგრძელდება. თუ ასე მოხდა, წინააღმდეგობის უახლოესი არეალი 1.32-ის მიდამოებშია.