GBPUSD - აღმავალი სამმაგი ზიგზაგი ბოლო ეტაპზეა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

როგორც გრაფიკზე ჩანს, GBPUSD ტალღა e-ს აყალიბებს, რომელსაც სამმაგი ზიგზაგის ფორმა აქვს და Ⓦ-Ⓧ-Ⓨ-Ⓧ-Ⓩ ქვე-ტალღების ბმულისგან შედგება. ამათგან პირველი ოთხი დასრულებულია და ამჟამად ტალღა Ⓩ-ის ფორმირება მიმდინარეობს.

სავარაუდოდ, დამაგვირგვინებელ ტალღას სტანდარტული ზიგზაგის ფორმა ექნება, რომელსაც (A)-(B)-(C) ქვე-ტალღების კომბინაცია ჩამოაყალიბებს. წყვილი ჯერ პირველ ტალღას მიჰყვება. ტალღა Ⓩ-თან ერთად, წყვილი მინიმუმ 1.281-მდე ავა, რაც არის წინა მაქსიმუმი და ის Ⓨ ტალღამ დააფიქსირა.

შესაძლებელია ალტერნტიული სცენარის განხილვაც, რომლის მიხედვითაც, დაღმავალი შუალედური ტალღა Ⓧ ჯერ არ დასრულებულა. ამ შემთხვევაში, ის ორმაგი ზიგზაგის ფორმას მიიღებს. ამ სცენარის შესაბამისად, ამჟამად ტალღა Ⓧ-ის ქვე-ტალღა (X)-ის ფორმირება მიმდინარეობს, რომელიც თავის მხრივ, A-B-C ქვე-ტალღების კომბინაცია იქნება. და მის დასრულებას ბევრი არ უკლია.