GBPJPY სავარაუდოდ დაღმავალ კორექციას აგრძელებს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

GBPJPY-ის ახლანდელი სტრუქტურა მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა ფასი დაღმავალ კორექციულ ტალღა (B)-ს მიჰყვება. როგორც კორექციული ტალღა, (B) სამი ქვეტალღისგან (А-В-С) შედგება, რომელტაგან А-ს უკვე დასრულებული სახე აქვს და შესაძლოა, ამჟამად B ტალღის დასრულებას ვაკვირდებით. ამას კი C ტალღა უნდა მოჰყვეს.

ალტერნატიული ვარაუდით, B ტალღის ფორმირება უფრო ადრე უნდა დასრულებულიყა, რასაც მაინც C დაღმავალი ტალღა მოჰყვებოდა. წყვილის ფასი უკვე ჩამოსცდა 144.00 დონეს და კვირა 143.31-თან დაასრულა. ამას უნდა მოჰყვეს წლის დასაწყისში დაფიქსირებული მინიმუმის გადალახვა, რომელიც თითქმის ემთხვევა 141.00-ს. თუმცა ფასის ვარდნა სავარაუდოდ, არც აქ შეჩერდება.