EURUSD ზრდა შესაძლოა შეჩერდა მაგრამ პოტენციალი მაინც დიდია

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

სავალუტო ბაზარზე ვოლატილობის მკვეთრ ზრდასთან ერთად, ევროც გამოცოცხლდა და დოლართან წყვილში დაახლოებით 400-ზე მეტპუნქტიანი რეიდი შეასრულა. რა თქმა უნდა, ეს დიდწილად კორონავირუსმა და მასთან დაკავშირებულმა რისკებმა განაპირობა.

მართალია, ევრო არაა რისკებისგან თავშესაფარი აქტივი, დოლარი კი - პირიქით, მაგრამ აქ ვიტარება ერთმა გარემოებამ შეცვალა, რაც ფედრეზერვის მიერ განაკვეთის შეკვეცის დიდ ალბათობას უკავშირდება. ინვესტორები განაკვეთის შეკვეცას ევროპის ცენტრალური ბანკისგანაც ელიან, მაგრამ ამ მხრივ, ფედრეზერვს გაცილებით მეტი სივრცე აქვს და ეს გარემოება დოლარს ცუდ სამსახურს უწევს.

ტექნიკური თვალსაზრისით, წყვილის მკვეთრ ზრდას ხელი იმ ტრენდულ აღმავალ ხაზთან შეხებამ შეუწყო, რომელიც 2000 წლიდან მოდის და ჯერჯერობით, ძლიერი მხარდაჭერის როლს ყოველთვის ასრულებს. მისგან არეკვლა, სწორედ ფედრეზერვის მიერ საგანგებო შეკვეცის მოლოდინის ზრდას დაემთხვა.

წყვილი ჯერაც იმ დაღმავალი არხის საზღვრებშია (ოდნავ ასცდა, მაგრამ გარღვევა ჯერ არ დადასტურებულა), რომელიც 2018 წლიდან ჩამოყალიბდა. თუმცა მოძრაობის სიძლიერე იმაზე მიგვანიშნებს, რომ მას გაგრძელების პოტენციალი გააჩნია. დღიურ გრაფიკზე, ფასს გადალახული აქვს 200-დღიანი საშუალო, რაც ზრდის გაგრძელებას ძლიერ სტიმულს ანიჭებს. თუმცა მანამდე პაუზა და მცირე შემობრუნებაა მოსალოდნელი.

დასახელებული არხის გარღვევის და დადასტურების შემთხვევაში, მორიგ წინააღმდეგობას ქმნის გასული წლის ბოლოს პიკი (1.1239-თან). ამის შემდეგ, ფასმა შესაძლოა 2008 წელს დაწყებული ტრენდული ხაზისკენ აიღოს გეზი, რომელთან შეხვედრაც, 1.1700-ის სიახლოვეს არის მოსალოდნელი.