EURUSD შესაძლოა შემობრუნებისთვის ემზადება

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ევრომ მხარდაჭერა იპოვნა იმ ტრენდულ ხაზთან, რომელიც უკვე წელიწადია, ძალაშია (კვირის გრაფიკზე). ამან ევროპულ ვალუტას ზრდისთვის კარგი ბიძგი მისცა, მაგრამ ეს აღმავლობა უკვე გაჩერდა და დათვური სანთლებიც დააფიქსირა, რაც შემობრუნების ერთ-ერთი მომასწავებელი ნიშანია.

მითუმეტეს, EURUSD სხვა ორ ტრენდულ ხაზს მიუახლოვდა, რომელთა ხანდაზმულობა ასევე წელიწადზე მეტია. ეს ხაზები წინღმდგობის როლს შეასრულებენ და მათ 200-დღიანი მოძრავი საშუალოს გავლენაც გააძლიერებს. ყოველივეს მიუხედავად, წყვილის ფასს 1.1300-1.1350-მდე ასვლის პოტენციალი გააჩნია, საიდანაც ბაზარზე მოკლე პოზიციით შესვლა, გაცილებით ხელსაყრელი იქნება.