EURUSD შესაძლოა დაღმასვლის დასასრულებლად ემზადება

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

მას შემდეგ, რაც 2018 წელს მაქსიმუმი დააფიქსირა, ევრო-დოლარის წყვილი დაღმავალ ტრენდს მიჰყვება. მაგრამ ოქტომბერში დაწყებული მკვეთრი ზრდის შემდეგ, წარმოიქმნა კითხვა - დაღმავალი ტრენდი დასრულდა, თუ მას კვლავაც გააჩნია პოტენციალი?

როგორც ამ დღიურ გრაფიკზე ჩანს, წყვილი უკვე მიუახლოვდა 2018 წლის სექტემბერში დაწყებულ დაღმავალ ტრენდულ ხაზს და 200-იან მოძრავ საშუალოს. და თუ ზრდის გაგრძელებას აპირებს, სწორედ ამ ორის გადალახვა სჭირდება. მათი გავლის შემდეგ, მომდევნო ძლიერი წინააღმდეგობა ივლისის მაქსიმუმთან არის მოსალოდნელი. ეს ის ბარიერია, რომლის გადალახვაც ნიშნავს, რომ საშუალოვადიან უფრო მაღალ კენწეროს (ჰაიერ ჰაი) მივიღებთ, რაც ტრენდის შემობრუნების ძლიერი ნიშანი შეიძლება იყოს.

მაგრამ თუ დასახელებული ორი წინააღმდეგობის გადალახვა ვერ მოხერხდა, მაშინ ტრენდი გაგრძელდება და წყვილი დაღმა დაეშვება.