EURUSD მხარდაჭერის ბოლო ზღვარს მიუახლოვდა

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

უკვე რამდენიმე თვეა, რაც EURUSD წყვილი მცირე დიაპაზონში მოძრაობს. ამ წყვილზე მომუშავე ტრეიდერებს რყევები მოენეტრათ, მაგრამ არც ელოდნენ, რომ ფასი აღმავალი, კორექციული არხის ქვედა ხაზს გადალახავდა და მის დაბლა მოიკიდებდა ფეხს. ეს წინა კვირაში მოხდა.

თუმცა, გარღვევას განვითარება არ მოჰყოლია და ფასი იმ ზოლში შევიდა, რომელიც ადრე წარმატებით ასრულებდა მხარდაჭერის როლს და რომლიდანაც ფასმა არაერთხელ დაიწყო ზრდა. ოღონდ, ეს ზოლი ამჯერად წინააღმდეგობის როლშია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბაზარზე სულ უფრო იზრდება გამყიდველთა რიცხვი - ყველა მოელის, რომ ფასი ისევ დაბლა წავა.

წინა კვირაში ფასმა ვერ შეძლო ძლიერი მხარდაჭერის - 1.1215-ის გადალახვა (დღიური გრაფიკი), სადაც ტრენდული ხაზი და შარშანდელი ნოემბრის მინიმუმი იკვეთება, რომელიც იმავდროულად, 2017 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი წერტილია. რეალურად, 1.1215 არის ბოლო წერტილი, რომლის ქვემოთაც, ფასს 1.1100-1.1120-მდე რეალური მხარდაჭერა არ ექნება. ამავე ზონაში არის 2017 წლის ივნისის მინიმალური მაჩვენებელი. ამავე მხარდაჭერის გადალახვის შემთხვევაში, ვალიდაციას მიიღებს ფორმაცია „თავი და მხრები“ (კვირის გრაფიკი), რომლის მიხედვითაც, წყვილს მკვეთრი ვარდნა ელის. ამის ალტერნატივა, ფასის ჰორიზონტალურ დიაპაზონში დარჩენაა.