EURUSD მოკლე პოზიციისთვის ხელსაყრელ არეში იმყოფება

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

ბოლო თვეების განმავლობაში, ევრო მსგავსი ტრაექტორიით მოძრაობს - მორიგი მინიმუმის განახლების შემდეგ, სწრაფადვე შემობრუნდება და იზრდება. მაგრამ ზრდა არ არის ხანგრძლივი. ამჯერადაც მსგავს სურათთან გვაქვს საქმე. წყვილის ფასი დაღმავალ არხში მოძრაობს და ამჟამად მის შუაში იმყოფება, სადაც მცირე წინააღმდეგობის არედან შემობრუნდა კიდეც. ამის მიუხედავად, არაა გამორიცხული, რომ ფასმა დაღმავალი არხის ზედა ზღვრისკენ ზრდა გააგრძელოს.

მაგრამ თუ ვარდნა გაგრძელდა, ძლიერ მხარდაჭერას 2017 წლის ნოემბერში დაწყებულ დაღმავალ ტრენდულ ხაზთან წააწყდბა, რომელსაც დაახლოებით 1.0950-თან შეხვდება.

აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი, განაკვეთთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას ხვალ გამოაქვეყნებს.