EURUSD კვლავ დიდი ტრენდული ხაზის სიახლოვეს რჩება

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ევრო-დოლარის წყვილი იმ დიდი აღმავალი ტრენდული ხაზის სიახლოვეს რჩება, რომელიც სათავეს 2000 წელს იღებს. მარტში ამ ხაზის გარღვევა მოხერხდა, ოღონდ ძალიან მცირე დროით, რადგან გარღვევა არ დადასტურდა და წყვილის ფასი ტრენდული ხაზის ზევით დაბრუნდა. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, ყველაზე აქტუალური სწორედ ეს ტრენდული ხაზია, რომლის გარღვევის შემთხვევაშიც, ბაზრეებზე კვლავ გაიხსენებენ პარიტეტის შესაძლებლობას. შესაბამისად, დოლარის ინდექსს, აღმასვლის გაგრძელების შანსი მიეცემა, რადგან ევრო-დოლარის ფასზე, ამ ინდექსის დაახლოებით 57 პროცენტი მოდის.