EURUSD ისევ შემობრუნებას ცდილობს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი ფაქტორია 2018 წლის თებერვლიდან დაწყებული ტრენდული ხაზი, ოღონდ ამჯერად დაღმავალი, რომელიც წყვილმა გასულ კვირაში გადალახა. დღიურ გრაფიკზე ტრენდული ხაზის ქვევით დახურვა შეიძლება ნიშნავდეს, რომ ამავე ხაზის აღმა გარღვევა არ დადასტურდა. თუმცა ფასს ამავე ხაზის კიდევ ერთხელ გარღვევა შეუძლია.

ამ ეტაპზე, ის მომცრო დაღმავალი არხის საზღვრებში, მის ქვედა ხაზთან იმყოფება. მასთან ახლოსაა მხარდაჭერის ვიწრო არეალი (1.1050-სა და 1.1100-ს შორის), საიდანც არეკვლაა მოსალოდნელი. ასევე აღმავალი მცირე ტრენდული ხაზი (ნახეთ 4-საათიანი გრაფიკი), რომელსაც წყვილი ამ თვეში მიჰყვება.

მათი გადალახვის შემთხვევაში, ფასი წლის ახალი მინიმუმის ჩვენებას ეცდება.