EURUSD დიდ გარღვევას ცდილობს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ამ წყვილმა გასულ კვირაში  დაღმავალი სოლის (რომელიც სექტემბერში დაიწყო) ზედა საზღვრის გარღვევა სცადა და ეს გამოუვიდა კიდეც, მაგრამ მალევე უკან დაბრუნდა. ამას პირველ რიგში, ხელი დოლარის დასუსტებამ შეუწყო.

როგორც დღიურ გრაფიკზე ჩანს, წინააღმდეგობის ზონის გარღვევის შემდეგ, წყვილის ფასი ისევ მის ქვემოთ დაბრუნდა. წარმოიქმნა სანთლების კომბინაცია, რომელიც ჰარამის სახელით არის ცნობილი და წინა მოძრაობის საპირისპიროდ შემობრუნების ნიშანს წარმოადგენს.

მაგრამ თუ აღმასვლა გაგრძელდა, ამ შემთხვევაში, EURUSD-ს მოუწევს 200-დღიან მოზრავი საშუალოს გადალახვა. დოლარის ინდექსის მსგავსად, ეს წყვილიც მნიშვნელოვან გზაგასაყარზეა. ზრდის გაგრძელების შემთხვევაში, დაღმავალ სოლში დაფიქსირებული მაქსიმუმების გასწვრივ არსებული წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს და 2008 წლიდან მომავალი დიდი ტრენდული (დაღმავალი) ხაზისკენ გაემართება, რომელსაც სავარაუდოდ, 1.20-ის სიახლოვეს შეხვდება.

იმ დროს, როცა რყევები (ვოლატილობა) მინიმალურ დონეზეა დასული, ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია მათი გამოღვიძება. ეს კი დიდ მოძრაობას გამოიწვევს. ოღონდ რა მიმართულებით, ეს ჯერ კიდევ არ ჩანს.