EURUSD 20-წლიან ტრენდულ ხაზთან იმყოფება

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ევრო, სხვა ვალუტების მსგავსად, წინ კვირაში დოლართან წყვილში დაეცა. წყვილის ფასმა 2000 წელს დაწყებული აღმავალი ტრენდული ხაზი გადაკვეთა და მის დაბლა დარჩა. ეს ნიშნავს, რომ ვარდნის გაგრძელებას რეალური შანსი აქვს. ამ ტრენდ ხაზის გარღვევა წყვილმა თებერვალშიც სცადა, მაგრამ მაშინ ძლიერი არეკვლა მოხდა, რამაც ფასი დაახლოებით 700 პუნქტით მაღლა აიყვანა.

ამჯერად, კვირის სანთელი ამ ტრენდული ხაზის დაბლა დაიხურა და უფრო დაბალი მინიმუმი დააფიქსირა. ეს კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ დაღმასვლას გაგრძელების შანსი აქვს. ამ შემთხვევაში, 2017 წლის მინიმუმი, რომელიც 1.0340-ზე მდებარეობს. ამის შემდეგ კი რეალური მხარდაჭერის დონე პარიტეტია.

იმისათვის, რომ ბაზარზე დათვური განწყობა შეიცვალოს, საჭიროა ფასის 20-წლიან ტრენდულ ხაზზე მაღლა ასვლა, შემდეგ კი ამ დაბრუნების დადასტურება. თუ ფასი ახლანდელ მინიმუმს არ განაახლებს, ეს ხარებს ატიმულს მისცემს.