დოლარის ინდექსს კლების პოტენციალი ისევ აქვს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

სამკვირიანი ვარდნის შემდეგ, ამერიკული დოლარის ინდექსმა გასულ კვირაში შეძლო დანაკარგების ნაწილობრივ ანაზღაურება. ის ამჯერად ისეთ პოზიციაში იმყოფება, რომ აქვს როგორც ზრდის, ისე ვარდნის გაგრძელების შესაძლებლობა. „წესით“, მას გეზი 2018 წლის სექტემბერში დაწყებული ტრენდული (აღმავალი) ხაზისკენ უნდა ჰქონდეს. მაგრამ თუ დღიურ გრაფიკს დააკვირდებით, მასთან შეხებამდე არაერთხელ შებრუნებულა და უმეტეს შემთხვევაში, უფრო მაღალ კენწეროს აფიქსირებდა.

საინტერესო ფაქტი, დასახელებულ ტრენდულ ხაზთან შეხვედრა ინდექსს 97.00-ის სიახლოვეს ელის. თუმცა მანამდე 2018 წლის თებერვლიდან დაწყებული ტრენდული (ესეც აღმავალი) ხაზის და 200-იანი მოძრავი საშუალოს კიდვ ერთხელ გადალახვა მოუწევს.